ღია წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს
რეზონანსი
13.12.2020

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21 4 მუხლი, „მასწავლებლობის მაძიებელი“ და 61 2 მუხლის მესამე პუნქტი ეწინააღმდეგება „უმაღლესი განათლების კანონის“ 46 2 მუხლს „მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანამანათლებლო პროგრამას“, და 47 2 მუხლს - „მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას“.

წინააღმდეგობა შემდეგში გამოიხატება:

1) „უმაღლესი განათლების კანონის“ თანახმად, მასწავლებელთა მომზადება ხდება უნივერსიტეტებში, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ უნივერისტეტები; 

2) „ზოგადი განათლების კანონის“ თანახმად (მუხლი 21 4 „მასწავლებლობის მაძიებელი“, პუნქტი 5), მასწავლებლობის მაძიებლის პროგრამას ამტკიცებს, წარმართავს და მასწავლებლობის მაძიებლებს ამზადებს მასწავლებლებად სიიპ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი (მინისტრის 169/ნ ბრძანება, 2019 წლის 16 აგვისტო, მუხლები 7,8,9,10,11,12,13,14);

3) მასწავლებელთა მაძიებლობის მოსამზადებელი პროგრამა არის მასწავლებლის მომზადების საგანამანთლებლო პროგრამის ანალოგია, რომელსაც ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების სტატუსის მქონე უნივერსიტეტები, ხოლო სსიპ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი თავისი სტატუსით არ არის საგანმანათლებლო დაწესებულება, ამიტომ ცენტრს არ აქვს მასწავლებელთა საგანამანთლებლო პროგრამის, მათ შორის, მასწავლებლობის მაძიებლის პროგრამის განხორციელების უფლება. ეს არის უნივერსიტეტების ფუნქცია, რომელსაც ითავსებს მპგეც (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება 163/ნ, 2014 წლის 29 დეკემბერი. სსიპ-მპგეც-ის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ მუხლი 2; „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 46 3 და 47 2 მუხლები);

4) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 60 კრედიტს და ისწავლება არანაკლებ 1 სასწავლო წლის განმავლობაში („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქ. კანონის მუხლი 47 2);

5) „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონითა და მინისტრის ბრძანებით მასწავლებლობის მაძიებლის პროგრამის კრედიტები არ არის განსაზღვრული (ზგკ 21 4 მუხლი, მასწავლებლობის მაძიებელი. მინისტრის 2019 წლის 16 აგვისტოს 169/ნ ბრძანება);

6) 1. მასწავლებლის მომზადების პროგრამის დისტანციური კურსი არ არის აკრედიტებული პროგრამა;

2. ამიტომ ეწინააღმდეგება უ.გ.კ-სა და განათლების ხარისხის განვითარების შესახებ კანონს;

3. საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია არააკრედიტებული პროგრამებით სწავლება, ამ შემთხვევაში ცენტრი ახორციელებს მასწავლებლობის მაძიებლების მომზადებას მასწავლებლებად და ახდენს მათ სერტიფიცირებას, აძლევს მასწავლებლის სერტიფიკატს, რაც დაუშვებელია ზემოთ დასახელებული კანონების მოთხოვნებიდან გამომდინარე (ეწინააღმდეგება ზგკ 28 1 მპგეც);

4. მინისტრის 2019 წლის 16 აგვისტოს 169/ნ ბრძანება, ზგკ 21 4 მუხლი, 61 2, მუხლი 3 ეწინააღმდეგება ზგკ. 28 1 მუხლს მპგეც „უმაღლესი განათლების კანონის“, თავი 12, მუხლი 75, მუხლი 77, პუნქტი 1, თავი მეათე, მუხლი 63 პუნქტები 1,2,4,5,7; „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ მუხლი 2, პუნქტი 2. თავი მეოთხე, მუხლი 17, პუნქტები 1 და 3;

7) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად (მუხლი 46 2), არსებობს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა. ეს არის შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც სრულდება ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭებით;

8) აღნიშნული პროგრამა მოიცავს არანაკლებ 300 კრედიტს;

9) დასახელებული პროგრამა არის ორი სახის:

1. ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს:

ა) ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის საგნობრივ და მეთოდურ მოდულს - არანაკლებ 180 კრედიტი;

ბ) თავისუფალი კომპონენტის მოდულს - არაუმეტეს 60 კრედიტი;

გ) სასკოლო პრაქტიკისა და პრაქტიკის კვლევის მოდულს - არანაკლებ 60 კრედიტი;

2. მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავარო-სამაგისტრო საგანამანთლებლო პროგრამა უნდა მოიცავდეს:

ა) საგნის/საგნობრივი ჯგუფის მოდულს - არანაკლებ 120 კრედიტი;

ბ) მასწავლებლის მომზადების მოდულს - არანაკლებ 60 კრედიტი;

გ) თავისუფალი კომპონენტების მოდულს - არაუმეტეს 60 კრედიტი;

დ) სასკოლო პრაქტიკისა და პრაქტიკის კვლევის მოდულს - არანაკლებ 60 კრედიტი;

10) ზემოთ მოყვანილი პროგრამები თავისი კრედიტებით შევადაროთ მასწავლებლობის მაძიებლობის მომზადების აკადემიურ პროგრამას, პირს, რომელსაც არ გააჩნია საგნის მეცნიერული ცოდნა, რომელსაც არ უსწავლია მასწავლებლის პროფესიისათვის საჭირო საგნები. თქვენ გინდათ, რომ სკოლაში შესვლის შემდეგ ისწავლოს 4-6 წლის მასალა და, ამავე დროს, ასწავლოს ბავშვებს.

ეს ხომ შეუძლებელია! თანაც, ასეთი სახელმწიფო საგანმანათლებლო პოლიტიკა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. ეს მავნებლობაა ქვეყნის მიმართ!

11) ვინ არის, ზგკ-ის თანახმად, სკოლის დირექტორი?

არის თუ არა განათლების სისტემის მცოდნე პროფესიონალი?

აქვს თუ არა დიპლომით მინიჭებული მასწავლებლის კვალიფიკაცია?

კითხვებზე პასუხები ცალსახაა: არ არის განათლების სისტემის მცოდნე პროფესიონალი, არამედი დირექტორი არის საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით მუშაობის 3 წლის სტაჟით, რაც მთავარია, დირექტორს დიპლომით არ აქვს მინიჭებული მასწავლებლის კვალიფიკაცია, მაგრამ ეს ხელს არ უშლის სამინისტროს, რომ ასეთ პირს, დირექტორს ბრძანებით დაავალოს მასწავლებლობის მაძიებლის შეფასება. მანამდე კი, უხელმძღვანელოს მასწავლებლად ჩამოყალიბების პროცესს, კერძოდ, პედაგოგიკურ პრაქტიკას, დაესწროს გაკვეთილებს, მისცეს რჩევები პედაგოგიკური საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით.

ვერაფერს იტყვი, გამაოგნებელ, დანაშაულებრივ სახელმწიფო საგანმანათლებლო პოლიტიკას ატარებს ქვეყნის ხელისუფლება. თუ აღმასრულებელი ხელისუფლება უშვებს უნებლიე ან გამიზნულ შეცდომებს, პარლამენტი რატომ არ აკონტროლებს აღმასრულებელ ხელისუფლებას? (ზგკ, თავი მერვე, მუხლი 41, პუნქტი 2, ეწინააღმდეგება მინისტრის ბრძანება 169/ნ; 16.08.2019 მუხლი 8, პუნქტები 6,7,8. მუხლი 9, პუნქტები 1,2,3. მუხლი 12, პუნქტები 1,2,3,4;

12) ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 240 კრედიტს, მაგისტრატურის საგანამანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 120 კრედტის, მაშინ, როდესაც მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის კრედიტები არ არის ცნობილი.

მასწავლებლობის მაძიებელს ნულოვანი კრედიტი აქვს იმ საგნის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანამანთლებლო პროგრამებში, რომლებიც უნდა ასწავლოს სკოლაში მოსწავლეებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გააჩნია ნულოვანი მეცნიერული ცოდნა საგანში!

13) აქედან გამომდინარე ისმის კითხვები:

ზემოთ მოყვანილი ფაქტობრივი მასალის ანალიზიდან გამომდინარე, როგორ შეიძლება, საგნის ბაკალავარიატის 4-წლიანი და მაგისტრატურის 2-წლიანი სწავლების კურსი ალტერნატივა იყოს მასწავლებლობის მაძიებლის პროგრამისა?

ზემოთ მოყვანილი ფაქტობრივი მასალის ანალიზიდან გამომდინარე, მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის კრედიტები, ხანგრძლივობა, არაპროფესიონალი შემსრულებლები (მპგეც და სკოლა) და შემფასებლები (მპგეც და სკოლა) ვერანაირ კონკურენციაში ვერ შევლენ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამებთან. აქედან გამომდინარე, მასწავლებლობის მაძიებელი პირი დარჩება საგნის ისეთივე  უცოდინარ და არასპეციალისტ, არაკვალიფიციურ მასწავლებლად, როგორიც იყო;

14) რის საფუძველზე ანიჭებს მასწავლებლობის მაძიებლის პროგრამა ისეთ პირს მასწავლებლის კვალიფიკაციას, რომელიც რომელიმე საგნის სპეციალისტიც კი არ არის, თავი რომ დავანებოთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლას?!

15) ბატონო პრემიერო, ქალბატონო პრეზიდენტო და ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, თქვენ როგორ შეაფასებდით მასწავლებელთა მომზადებისა და კვალიფიკაციის მინიჭების ასეთ გზას?

(გაგრძელება იქნება)

მანანა ნიკოლაიშვილი

საქართველოს განათლების ლიგის თავმჯდომარე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )