ღია წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს
რეზონანსი
08.12.2020

განვიხილოთ მასწავლებლობის უფლების მოპოვება ზემოთ ჩამოთვლილი კანონისა და მინისტრის ბრძანებების დებულებებით განსაზღვრულ შემთხვევაში, რომლის თანახმად, მასწავლებლობის მაძიებლისათვის განათლების მიღება ხდება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსით.

ისმის კითხვა: მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი არის თუ არა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ალტერნატივა?

აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გასაცემად განვიხილოთ საქართველოს კანონები: „უმაღლესი განათლების შესახებ“ და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“.

„უმაღლესი განათლების კანონის“ მიხედვით (თავი 12, მუხლი 75, რეგულირებადი საგანამანთლებლო პროგრამა), მასწავლებლის პროფესია განისაზღვრება, როგორც რეგულირებადი პროფესია.

რას ნიშნავს მასწავლებლის პროფესიის რეგულირება?

1) ეს, პირველ რიგში, ნიშნავს მასწავლებლის მომზადების პროგრამების სავალდებულო სააკრედიტაციო მოთხოვნების შესრულებას;

2) მასწავლებლის მომზადების ყველა საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებული უნდა იყოს აკრედიტაციის სტანდარტებისა და დარგობრივი მახასიათებლის მიხედვით (უგკ-ის მუხლი 77, პუნქტი 1; საქართველოს კანონი „განათლების განვითარების შესახებ“, მუხლი 2, პუნქტი 2. თავი მეოთხე, მუხლი 17. აკრედიტაციის მიზანი და შინაარსი, აკრედიტაცია პუნქტები 1 და 3).

ზემოთ მოყვანილი შესწორებები (ზგკ 61 2 მუხლის მესამე პუნქტი, მინისტრის ბრძანებები) კი ეწინააღმდეგება რეგულირებადი პროფესიის პრინციპს. აქვე შევნიშნოთ, რომ საქართველოში არ არსებობს რეგულაციები დისტანციური კურსებისათვის, ე.ი. არ არის აკრედიტებული დისტანციური კურსები და, აქედან გამომდინარე, არც მათი ხარისხია განსაზღვრული და უზრუნველყოფილი.

ჩვენ გავეცით დასაბუთებული პასუხი დასმულ კითხვაზე. საბოლოოდ დავასკვნით, რომ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი არ არის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ალტერნატივა;

3) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსის განხორციელების უფლება არ აქვს ქვეყანაში არც ერთ უნივერსიტეტს, მით უმეტეს სსიპ-მგპეც-ს;

4) უგკ და განათლების ხარისხის განვითარების შესახებ კანონი საფუძველს აცლის მასწავლებლობის მაძიებლობის მასწავლებლად ჩამოყალიბების პროცესის საკანონმდებლო ნორმებს (ზგკ, 21 4 მუხლი, პუნქტი 4, პუნქტი 5; 61 2 მუხლი მესამე პუნქტი, მინისტრის ბრძანებები 16.08.2019 169/ნ, მუხლი 8 პუნქტი 4 და 20.08.2019 174/ნ, მუხლი 13, თავი მეხუთე);

5) აქედან გამომდინარე, უპასუხისმგებლო, ზერელე, არაპროფესიონალი, არაკომპეტენეტური მიდგომებით ან პირიქით, შეგნებულად, განზრახ, საგულდაგულოდ დაგეგმილი სქემაა, რომლის განხორციელებასაც ცდილობენ მომავალი თაობის ხარისხიანი განათლების მიღების უფლების წინააღმდეგ. ეს ყოველივე განათლების მიღების კონსტიტუციური გარანტიების დარღვევაა (საქართველოს კონსტიტუცია მუხლი 27, პუნქტი 1; მუხლი 7, პუნქტი 1; „ბ“ ქვეპუნქტი. 

საქართველოს კონსტიტუციის მეშვიდე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი „საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება“.

„კანონმდებლობა საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების, აკრედიტაციისა და აკადემიური ხარისხების შესახებ“

აკრედიტაციის კანონმდებლობა დარღვეულია, კერძოდ, რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის შესახებ უგკ-ის (მუხლი 77, პუნქტი 1, თავი მეათე, მუხლი 63, პუნქტი 1,2,4,5,7) ხარისხის განვითარების შესახებ კანონის მოთხოვნა, რომ (მუხლი 17, პუნქტების 1,3, თავი მეოთხე, აკრედიტაცია) საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში. 

აგრეთვე, დარღვეულია აკადემიური ხარისხების შესახებ კანონმდებლობა, რომელიც წესრიგდება განათლების კანონით.

კონკრეტულად, არსებობს კანონმდებლობით დადგენილი განმსაზღვრელი აკადემიური ხარისხების, ბაკალავრის, მაგისტრის, დოქტორის მინიჭებისა და კვალიფიკაციის დადგენის ნორმები.

ეს უკანასკნელი ირღვევა ზემოთ მოყვანილი საკანონმდებლო ცვლილებებითა (ზგკ, 21 4 მუხლი, 61 2 მუხლის მესამე პუნქტი) და მინისტრის ბრძანებებით (169/ნ 16.08.2019 მუხლი 4, პუნქტი 4, მუხლი 12, პუნქტი 3, თავი მეოთხე, მუხლი 14, პუნქტები 1,2,3. 174/ნ 20.08.2019 თავი მეხუთე, მუხლი 13).

მასწავლებლობის მაძიებლებს, რომლებიც 2 წლის ვადით შეიყვანეს სკოლებში, არ აქვთ დიპლომით მინიჭებული მასწავლებლის კვალიფიკაცია და არც ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული რომელიმე საგნის სპეციალისტია, ე.ი. ნებისმიერი დარგის ბაკალავრია, მასწავლებლობის მაძიებელი პირი არასპეციალისტი და არაკვალიფიციურია, რაც დასტურდება მათი დიპლომით (უგკ, მუხლი 2, ქვეპუნქტი ო), ხოლო განათლების შინაარსი - დიპლომის დანართით (უგკ, მუხლი 2, ქვეპუნქტი ,,ჟ’’);

6) კონკრეტულად, მოვითხოვთ საქართველოს კანონმდებლობიდან მასწავლებლობის მაძიებლის ცნების ამოღებას, მასთან დაკავშირებული განათლების მიღების, სამსახურში დასაქმებისა და გათავისუფლების საკითხების მომწესრიგებელი ნორმების გაუქმებას.

ვაკონკრეტებთ გასაუქმებელ დოკუმენტებს: „ზოგადი განათლების კანონის შესახებ“ 21 4 მუხლი, მინისტრის ბრძანება 2019 წლის 16 აგვისტოს 169/ნ მთლიანად.

მინისტრის ბრძანება 2019 წლის 18 აგვისტოს 174/ნ, მეხუთე თავი, გარდამავალი დებულებების მე-13 მუხლი.

(გაგრძელება იქნება)

მანანა ნიკოლაიშვილი,

საქართველოს განათლების ლიგის თავმჯდომარე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )