რეზონანსი
24.11.2020

 შესავლის მაგიერ:ძალიან მინდა, ამ წერილის შინაარსმა, პირდაპირ ან ყურმოკვრით მაინც, ხელისუფლებამდე მიაღწიოს. სულაც არ ვამბობ იმისათვის, ვინმეს ვასიამოვნო. ვინც მიცნობს, პირფერობასა ვერავინ დამწამებს.ამ, ერთ კაცზე მიკიდებულ ხელისუფლებაში, არიან ადამიანები, ვისაც ძალიან დიდ პატივს ვცემ. არიან რამდენიმე ისეთიც, ვისაც ძალიან ახლობლად ვთვლი. არის, ვინც გულწრფელად მიყვარს.მაგრამ, ამ ადამიანების გამო, არ ვთქვა ის, რაც აუცილებლად უნდა ითქვას, საკუთარი სინდისის წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს.

უთქმელობა დანაშაულია!

"დემოკრატიაგინდებლარიენ?!..." - პაჟალუსტა!

გეხსომებათ, ალბათ. გულწრფელი კაცი იყო სულგანათლებული შოთა გორგოძე.

გვინდოდა, კი.

დემოკრატია ნამდვილად გვინდოდა.

მაგრამ ასეთი, რაც რამდენიმე ხუთწლედია რაც დაგვიკანონეს, არ გვინდოდა. ყოველ შემთხვევაში მე და ჩემნაირებს არ გვინდოდა.

აი, მოკლედ, ის დემოკრატია, რაც გვაქვს:

- შევარდნაძისწინდემოკრატიულადდაჩოქებაერთიმსუბუქი ყოფაქცევისქალისდაძახილზე!...

- სააკაშვილისსაწოლშინაგორავები ქალისადმიმადლიერება - გენერლისჩინიძმას!...

- წუნდებულიიარაღისშესყიდვითგაკეთებულიმილიონები!...

- ფქვილისპრინცესას„ქველმოქმედი"მამისმიერგაკეთებულიდემოკრატიულისაქმეები!...

და ასე შემდეგ და ამნაირები...

ესენი ყველაფერი გვაქვს!

კიდევ ბევრი რამ გვაქვს პატივცემულო ხელისუფლებავ!

სანამ ჩამონათვალს გავაგრძელებ, მანამ ერთ, მთავარ კითხვას დავსვამ:

- ვისი ხელისუფლება ხართ თქვენ?

ლევან ზურაბაშვილის, ანუ ჩემი, თუ პარლამენტარობისას გამდიდრებული ქუცნაშვილის, „აქედან გაეთრიეთ"-ის ისტერიკებში გადავარდნილი ძიძიგურის, ზარდიაშვილ-ბესელიასი, მაგნაირთა და მათი მსგავსების?

ცხრაშვილისდედასრომშვილებსწაართმევ, ვერკვებავსო,დათითობავშვზეუცხოოჯახს 450 ლარსგადაუხდითვეში- ის ხელისუფლება ხართ თქვენ!

სანამ ისტერიული კივილი არ ავტეხეთ პირწიგნაკზე და სხვა სოციალურ ქსელებში, მანამ ოჯახს შვილებს არ უბრუნებდით.

თქვენ, ლევან ზურაბიშვილისთვის რომ ორთვიან პატიმრობას მოითხოვს, იმ პროკურორის (მისი გვარი არ ვიცი, ამიტომ ვერ ვახსენებ გვარით) ხელისუფლება ხართ და არა ჩემი და ლევან ზურაბაშვილისნაირებისა!

თქვენ, ლევან ზურაბიშვილს რომ ორთვიან წინასწარ პატიმრობას მიუსჯის და მას სამედიცინო-ფსიქიატრიულ ექსპერტიზას დაუნიშნავს, იმ მოსამართლის (არც მისი გვარი არ ვიცი - ვერც მას ვახსენებ გვარით) ხელისუფლება ხართ!

იმ მოსამართლის თვალთახედვის წერტილიდან ლევან ზურაბიშვილი ნამდვილად შესამოწმებელია ფსიქიურად.

აბა, რომელი „ნორმალური", ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული ადამიანი მოითხოვს სამორინეების რეკლამის აკრძალვას და მათ მოქცევას ნორმალურ ჩარჩოებში? მოსამართლე სწორად მოიქცა. მის თვალში, ცხადია, ლევან ზურაბაშვილი გიჟია. დასაბმელი გიჟია.

თქვენ ნიკანორ მელიას ხელისუფლება ხართ!...

იმ ნიკარნორ მელიასი და მისი ძმებისა, პარლამენტში შეჭრას რომ ცდილობდნენ - ეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაა - ნორმალური იურისტები ასეთ კვალიფიკაციას მისცემდნენ მათ ქმედებას.

მაგრამ, სად არიან ნორმალური იურისტები?...

დღევანდელი იურისტები კი ლევან ზურაბაშვილს უსჯიან წინასწარ პატიმრობას და სიგიჟის ტესტს უნიშნავენ...

თქვენ გრიგოლ ვაშაძის ხელისუფლება ხართ! იმ გრიგოლ ვაშაძისა, პირდაპირ ეთერში ჩემს სახელმწიფოს, - ახალგაზრდა პოლიციელს - თავში რომ ურტყამს. თქვენ კი, ცვედან ხელისუფლებას, იმის სურვილიც კი არ გაგჩენიათ სახელმწიფო, ანუ ის ახალგაზრდა პოლიციელი ბიჭი დაგეცვათ, ხოლო გრიგოლ ვაშაძისთვის, რომელიც დანაშაულს სჩადიოდა, პასუხი გეგებინებინათ კანონის წინაშე.

მე ასეთი დემოკრატია არ მინდა!

არც ლევან ზურაბაშვილს უნდა ასეთი დემოკრატია.

კიდევ იქნებიან ჩემს ქვეყანაში ადამიანები, ვისაც არ უნდა ასეთი დემოკრატია.

ეს დემოკრატია არაა, ამას სხვა სახელი აქვს.

დემოკრატია ყველას უფლებაა - კანონის წინაშე ყველა თანაბარი იყოს დათანაბრობას სახელმწიფო უზრუნველჰყოფდეს.

დღეს კი ჩემი ქვეყანადემოკრატიას ვერ უზრუნველჰყოფს.

დღეს ჩემი ქვეყანა უხსენებელი პროკურორის და უხსენებელი მოსამართლის ქვეყანაა, სადაც ისინი „დემოკრატიულად", თავისუფლად სუნთქავენ. სადაც, ისინი გვისჯიან მე, შენ, ლევან ზურაბაშვილს და მისნაირებს ჯერ წინასწარ პატიმრობას, შემდეგ კი ციხეს...

და, გვისჯიან იმისთვის, რომ ლევანმა გაბედა და მომავალი თაობის ხსნაზე დაასველა სიტყვა. მომავალი თაობა რომ იღუპება, მომავალ თაობას რომ მომავალი არა აქვს, მომავალი თაობა რომ თავს იკლავს ამ ისტერიულ, იმედგაცრუებულ ქვეყანაში, ეს არ აღელვებს არც ამ უხსენებლებს და არც მათ მფარველებს, პარლამენტში რომ შეიკრიბებიან მალე.

პარლამენტში და ხელისუფლებაში, რომელმაც ვერ უზრუნველჰყო ჩვენი უფლებები და ნარკოტიკების ლეგალიზაცია დაუშვა...

პარლამენტმა და ხელისუფლებამ, რომელმაც ვერ უზრუნველჰყო საკუთარი მოქალაქეები დაეცვა აფთიაქის მაფიისგან...

ხელისუფლება, რომელიც მისი მოქალაქეების უფლებებს კი არ იცავს, არამედ საკუთარი სახლებიდან ასახლებს მისსავე მოქალაქეებს, რომელსაც ბანკების ღორობისაგან უნდა იცავდეს...

ასეთი ხელისუფლება არაა ჩემი ხელისუფლება!

წინა ხელისუფლებამ სსკ-იდან ამოიღო მუხლი, რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის, აგრეთვე ეკონომიური დანაშაულისათვის, ქონების კონფისკაციით პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა. წინა ხელისუფლება, არ იყო ჩემი ხელისუფლება - ცხადია, საკუთარ ღორებს ააცილეს ქონების კონფისკაციით პასუხისმგებლობა.

ახლანდელმა ხელისუფლებამ ძალაში დატოვა ძველი მიერ მიღებული კანონი. კანონი, რომელიც ლევან ზურაბიშვილისნაირების, ჩემნაირებისა და თქვენნაირებისგან იცავს გამფლანგველებს, ქურდებს და ყაჩაღებს.

იცით მაინცაა, ცენტრ-პოინტის მიერ გაძარცვულმა რამდენმა ადამიანმა დაამთავრა სიცოცხლე თვითმკვლელობით?

არა, ეს არ იცის ხელისუფლებამ და არც იმის სურვილი ეტყობა, იცოდეს.

პატივცემულო ხელისუფლებავ,

თქვენს რიგებში სულ რამდენიმე ადამიანს თუ შერჩენია საღი განსჯის უნარი - ამას, რასაც ახლა ვიტყვი მათ გასაგონად არა, უფრო მათ გასაგონად ვამბობ, პარლამენტარობა მწვანე ღილაკზე ხელის დაჭერა და საკუთარი ქონების გაზრდა რომ ჰგონიათ.

"თუსაქართველოსგაერთიანებასმსხვერპლისჭირდება, დე, მევიყოიგი, ოღონდუკანასკნელი!" - ეწერა ახალგაზრდა ქართველი ექიმ-კარდიოლოგის, გია აბესაძისმიერდანატოვარბარათში.

გია აბესაძემ საკუთარი სიცოცხლე მიიტანა ქართველების ერთიანობის, ურთიერთგაგების, სიყვარულის ზვარაკად.

თვითმკვლელობა დანაშაულია, მეტყვიან დღევანდელი ვაი-იურისტები. ის ვაი-იურისტები, რომლების ლევან ზურაბაშვილს წინასწარ პატიმრობას უსჯიან.

ლევან ზურაბაშვილმა კი საკუთარი თავისუფლება მიიტანა მსხვერპლად ჩვენი შვილების გადასარჩენად, ჩვენი მომავალი თაობების გადასარჩენად...

უხსენებელმა იურისტებმა კი თავისუფლება აღუკვეთეს ლევან ზურაბაშვილს.

მას კი არა, მხოლოდ, მეც, შენც, ყველას, ვისაც ჩვენი ქვეყნის მომავალი აშფოთებს, თავისუფლება აღგვიკვეთეს.

ვიცი, გამოხტებიან „მორალისტები" და დამიწყებენ შეგონებებს: უკანონო გზით კანონიერ სიკეთეს ვერ მივაღწევთო... არ შეიძლება, ხალხის მძევლებად აყვანა და მათი დაზაფვრაო... ეს არ შეიძლებაო, ის არ შეიძლებაო...

„მორალისტების" გასაგონად ვიტყვი - საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლება შეიძლება და ლევანის საქციელი არა?!...

უიმედო მოზარდების, ჩვენი უიმედო თანამემამულეების თვითმკვლელობით დასრულებული სიცოცხლე, მისაღებია, ხოლო ლევან ზურაბაშვილის საქციელი არა?!...

ძვირფასო „მორალისტებო", პატივცემულო ხელისუფლებავ, მე ჯერ კიდევ არ დამიკარგავს იმედი, რომ ჩემს ქვეყანაში ჩემი ქვეყნის მოქალაქე დაცული იქნება მაფიოზური კლანებისგან - მაფიოზური კლანებია სათამაშო ბიზნესი რომ ააყვავეს, წამლები რომ ზედმეტად ძვირი ღირს, საბანკო პროცენტები რომ სულს ხდის მოქალაქეებს...

ჯერ კიდევ არ დამიკარგავს იმედი, რომ ჩემს ქვეყანაში კანონი ყველასთვის ერთნაირად აღსრულდება.

ესებუა ვერ დაიჭირეთ, ლევან ზურაბაშვილი კი დაიჭირეთ... - არ მინდა ეს სახე ჰქონდეს ჩემი ქვეყნის ხელისუფლებას.

მე პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ხელისუფლება მინდა.

პასუხისმგებლობის გრძნობით აღჭურვილი ხელისუფლება უნდა ლევანსაც და მათაც, ვისაც ეს ქვეყანა სამშობლოდ მიაჩნია და არა გასაძარცვად და უცხოეთში სპილენძივით გასაყიდად.

მე ჯერ კიდევ არ დამიკარგავს იმედი.

თქვენ?!

 

ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა!

 

(სოლომონ ნერგაძე, 2020 წლის ნოემბერი)

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )