
განვიხილოთ მასწავლებლის პროფესიის განმსაზღვრელი აკადემიური ხარისხები - ბაკალავრის, მაგისტრის და დოქტორის მინიჭებისა და კვალიფიკაციის დადგენის ნორმები.
კვალიფიკაციის დადგენის ნორმები ირღვევა (ზგკ, 21 4 მუხლით, 61 2 მუხლის მე-3 პუნქტით_ და მინისტირს ბრძანებებით N169/ნ 16.08.2019 წ, მუხლები 8, პუნქტი 4, მუხლი 12, პუნქტი 3, თავი IV, მუხლი 14, პუნქტები 1,2,3; N173/ნ 20.08.2020 წელი, თავი V, მუხლი 13).
1) მასწავლებელთა სტატუსების სახეები უნდა შეესაბამებოდეს თუ არა აკადემიურ ხარისხებს და როგორ?
ახლა განვიხილოთ აკადემიური ხარისხების საკითხი.
"უმაღლესი განათლების კანონის" თანახმად არის 3 აკადემიური ხარისხი: 1) ბაკალავრის; 2) მაგისტრის; 3) დოქტორის.
მასწავლებელთა სტატუსის სახეები შეიძლება შეესაბამებოდეს აკადემიურ ხარისხებს შემდეგი თანმიმდევრობით:
1) ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს - უფროსი მასწავლებლის სტატუსი;
2) მაგისტრის აკადემიურ ხარისხს - წამყვანი მასწავლებლის სტატუსი;
3) დოქტორის აკადემიურ ხარისხს - მენტორი მასწავლებლის სტატუსი.
• უნდა იყვნენ თუ არა მასწავლებლები სხვადასხვა სახეობის სტატუსებად დაყოფილნი?
ჩვენი აზრით, არ არის საჭირო მასწავლებელთა დაყოფა სტატუსებად. ეს ყოვლივე უხერხულობის მომენტსაც შეიცავს.
• მასწავლებელთა განათლების აკადემიური ხარისხი უნდა განსაზღვრავდეს თუ არა მათი სტატუსის სახეებს, როგორც ეს უნივერსიტეტებშია?
მაგალითად, ბაკალავრი უნივერსიტეტში საგანამანთლებლო პროგრამის სასწავლო პროცესში ვერ ჩაერთვება მასწავლებლის რანგში.
მაგისტრი შეიძლება იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მასწავლებელი ან უფროსი მასწავლებელი, რომელსაც მიჰყავს ლაბორატორიული, პრაქტიკული, სასემინარო მეცადინეობები, საწარმოო პრაქტიკები.
დოქტორი იკავებს პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობებს.
აკადემიური ხარისხების მიხედვით აკადემიური თანამდებობების დაკავების დროს ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი არის სამეცნიერო და პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება (უგკ, 35-ე მუხლი, პუნქტი1, ქვეპუნქტი ,,ა’’, პუნქტები 2 და 3).
დეტალურად განვიხილოთ აკადემიურ ხარისხებთან სქემის დამოკიდებულება.
განათლების აკადემიურ ხარისხებს სქემა არასწორად აღიქვამს.
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა - არის აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის სწავლის შედეგებიც შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მეექვსე დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს.
მაგისტრატურის საგანამანთლებლო პროგრამა არის აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის საგანამანთლებლო პროგრამა, რომლის სწავლის შედეგები შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მეშვიდე დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებული სწავლის შედეგებს.
დოქტორანტურის საგანამანთლებლო პროგრამა არის აკადემიური უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის საგანამანთლებლო პროგრამა, რომლის სწავლის შედეგებიც შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მერვე დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებული სწავლის შედეგებს.
• ვინ არის დოქტორი?
დოქტორი დგას უმაღლესი აკადემიური განათლების ყველაზე მაღალ, მესამე საფეხურზე და მასწავლებელთა სქემით აძლევენ დაბალი, უფროსი მასწავლებლის სტატუსს!!
• რატომ?
• ბაკალავრი დგას უმაღლესი აკადემიური განათლების ყველაზე დაბალ, პირველ საფეხურზე და მასწავლებელთა სქემით აძლევენ მაღალ სტატუსებს წამყვანისა და მენტორის პოზიციაზე!
• რატომ?
• მაგისტრი დგას უმაღლესი აკადემიური განათლების მეორე საფეხურზე და სქემით არაფერიც არ ეძლევა!
პრაქტიკოს მაგისტრ მასწავლებლებს უშვებენ სკოლებიდან, როგორც შეუსაბამოთ!
ეს არის ზოგადი და უმაღლესი განათლების კანონებს შორის წინააღმდეგობა.
საერთოდ, სქემა არის ყოველგვარი კრიტერიუმების, კანონზომიერების, ანალოგიისა და ლოგიკის გარეშე შექმნილი დოკუმენტი, რომელიც ექვემდებარება მხოლოდ და მხოლოდ გაუქმებას.
შეიძლება დავასკვნათ, რომ ამ სქემით საგნის ბაკალავრები (მასწავლებლის მომზადების პროგრამა რომ არ აქვთ გავლილი) ან ნებისმიერი დარგის ბაკალავრები (ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული არცერთი საგნის სპეციალისტები რომ არ არინ და არც მასწავლებლის მომზადების პროგრამა არ აქვთ გავლილი) 1 თვეში გახდნენ უფროსი მასწავლებლები, რომლებმაც გარკვეული დროის შემდეგ მიიღეს წამყვანი და მენტორი მასწავლებლების სტატუსები, ხოლო მაგისტრებს სისტემიდან უშვებენ.
ეს არის სქემა, რომლის მიხედვითაც ზოგიერთ შემთხვევაში დოქტორიც კი საერთოდ ვერ შემოდის სქემაში და რა თქმა უნდა, ყველაზე დაბალი, პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსსაც ვერ იღებს!
ეს არის დოკუმენტი, რომელმაც ღვაწლმოსილ, დამსახურებულ მასწავლებლებს გაუუქმა სქემამდე შექმნილი მთელი ინტელექტუალური ნაშრომი, პედაგოგიკურ მეთოდურ საკითხებზე შექმნილი სამეცნიერო შრომები, სახელმძღვანელოების ავტორობა და ა.შ.
ასეთ მასწავლებლებს მოსთხოვებს გამოცდების ჩაბარება.
არაერთი სახელმძღვანელოს ავტორი აღნიშნულმა სქემამ გაიყვანა (გაუშვა) სისტემიდან!
• რა არის ასეთი მიდგომების მიზეზები?
ასეთი მიდგომები ინტელექტუალური ნაშრომებისამდი არცერთ რევოლუციას არ ჰქონია! ეს გაკეთდა „ვარდების რევოლუციისას“, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ძალაში დატოვა!
2) დავსვათ კითხვა: პედაგოგიკური საქმიანობის რეგულირება მაინც და მაინც ნიშნავს თუ არა მთელი სიცოცხლე გამოცდების ჩაბარებას?
არამც და არამც. გამოცდა უნდა ჩააბარო ერთხელ, უნივერსიტეტში, სანამ შემოხვალ პროფესიაშ და აიღო დიპლომი. და თუ საჭიროა, სერტიფიკატი, ამის შემდეგ კი მოხვიდე სისტემაში!
- პროფესიის რეგულირება გულისხმობს პირველ რიგში მასწავლებლის მოსამზადებელი საგანამანთლებლო პროგრამების, მასწავლებლის პროფესიული განვითარების პროგრამების აკრედიტაციას.
- მასწავლებლის პროფესიული განვითარებას მხოლოდ სიახლეების მიმართულებით, სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში.
- მასწავლებლის პროფესიული განვითარების პროგრამები უნდა განახორციელონ იმ უნივერსიტეტებმა, რომლებიც ასრულებენ მასწავლებლის მომზადების პროგრამებს.
- ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ საჭიროა მასწავლებლების სტატუსებად დაყოფა.
• რაში გჭირდებათ მასწავლებლების სტატუსებად დაყოფა?
ხელფასების დიფერენცირებისათვის მასწავლებლებს ჰყოფთ სხვადასხვა სტატუსებად.
მაშინ, როდესაც მასწავლებლების ხელფასების დიფერენცირება შეიძლება მოხდეს 3 მთავარი კრიტერიუმით:
1) მასწავლებლის განათლების აკადემიური ხარისხი;
2) პედაგოგიკური სტაჟი;
3) მოსწავლეებთან წარმატებული მუშაობის შედეგები.
საბოლოოდ ვასკვნით, რომ არ არის საჭირო მასწავლებლების სხვადასხვა სახეობის სტატუსებად დაყოფა!
ხელფასების მომატება ზემოთჩამოთვლილი კრიტერიუმებით შეიძლება!
მთავარი კრიტერიუმი არის მასწავლებლის შემოწმება გაკვეთილზე და მისი მოსწავლეების აკადემიური შედეგები.
სახელმწიფო კონტროლით ხდება საგნობრივი სტანდარტების შესრულების ხარისხის დადგენა და მოსწავლეთა ცოდნის შემოწმება.
3) სსიპ-მპგეც-ს აეკრძალოს მასწავლებელთა პროფესიული მომზადების აკადემიური პროგრამისა და მასწავლებელთა მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსის განხორციელება, ვინაიდან საქართველოში არ არსებობს რეგულაციები დისტანციური კურსებისათვის. აქედან გამომდინარე, აღნიშნული კურსების საგანმანათლებლო პროგრამები არ არის აკრედიტებული.
4)"ზოგადი განათლების კანონიდან" ამოღებულ იქნას მასწავლებლობის მაძიებელი და სსიპ-მპგეც-ს აეკრძალოს მასთან დაკავშირებული პროგრამების განხორციელება, როგორიცაა ,,ეროვნული სკოლის პროგრამა’’.
აღნიშნული პროგრამით მპგეც-მა 1 თვეში გადაამზადა ბანკირები და იურისტები მასწავლებლებად!
ხელისუფლების მხრიდან ეს არის აღმაშფოთებელი მოქმედება, რადგან არაკვალიფიცური, არაპროფესიონალი მასწავლებლები ვერ უზრუნველყოფენ განათლების მიღების კონსტიტუციურ უფლებას (მუხლი 27, პუნქტი 10 და ირღვევა საქართველოს უმაღლეს სახელმწიფოორგანოთა განსაკუთრებული გამგებლობას მიკუთვნებული კანონმდებლობა აკადემიური ხარისხების შესახებ.
5) ზოგადი განათლების კანონის კურიოზები.
ა. მოქმედ მასწავლებლებს 2007 წელს, კანონმა დაუდგინა, რომ მასწავლებლობის უფლება მოეპოვებინათ სერტიფიცირებით. ეს ხომ აბსურდია. მოქმედმა მასწავლებელმა რა მასწავლებლობის უფლება უნდა მოიპოვოს, რომელიც უკვე მუშაობს მასწავლებლად. მან თავის დროზე მოიპოვა მასწავლებლობის უფლება, თავისი კვალიფიკაციით, ატესტაციებითა და თუგინდ გამოცდებით. სახელმწიო მასწავლებელთა გამოცდებს წინა წლებში ატარებდა.
ბ. ზოგადი განათლების კანონის თანახმად, ყველა მოქ მედი მასწავლებელი იყო მასწავლებლობის მაძიებელი, ხოლო მასწავლებელი ხდებოდა მხოლოდ გამოცდის ჩაბარების შემდგომ.
მოგვიანებით მიხვდნენ, რომ 50, 40, 30, 25, 20, 15, 10 და ა.შ სტაჟის მქონე მოქმედი მასწავლებლები არ ყოფილიყვნენ მასწავლებლობის მაძიებლები. ამიტომ მასწავლებლობის მაძიებლის ცნებამ განიცადა ცვლილებები.
შემდეგ საერთოდ ამოიღეს ზგკ-იდან, ხოლო ამ მოწვევის პარლამენტმა ისევ დააბრუნა საგანამანთლებლო სივრცეში მასწავლებლობის მაძიებლობის ცნება!.
მანანა ნიკოლაიშვილი
საქართველოს განათლების ლიგის თავმჯდომარე