
განვიხილოთ, თუ რა ნორმები არის დადგენილი ზგკ-ით მასწავლებლის განათლების შესახებ.
1) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (მ.ბატიაშილი) 2019 წლის 20 აგვისტოს ბრძანება ნ174/ნ ,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ’’ (თავი მეხუთე. გარდამავალი დებულებები, მუხლი 13. ,,გამონაკლისი ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით’’).
კანონის 61/2 მუხლი და ზემოხსენებული მინისტრის ბრძანებები ბევრად უფრო ამარტივებს მასწავლებლობის კანდიდატისადმი მანამდე წაყენებულ მოთხოვნებს, ვინაიდან ამ ცვლილებამდე მასწავლებლის პროფესიაში შესასვლელად, პირს პროფესიული სტანდარტით დადგენილი მოთხოვნების გარდა, დასრულებული უნდა ჰქონოდა რომელიმე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა:
ა) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
ბ) განათლების მიმართულებით სამაგისტრო პროგრამა და ჩაბარებული უნდა ჰქონოდა საგნის გამოცდა;
გ) საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა და მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან ორი წლის ვადაში უნდა გაევლო მასწავლებლის მომზადების საგანამანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი.
დ) საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამა და ბაკალავრის საგანამანთლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონოდა მასწავლებლის მომზადების საგანამანთლებლო პროგრამა და ჩაბარებული უნდა ჰქონოდა საგნის გამოცდა;
ე) უნდა ჰქონოდა მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და ჩაბარებული უნდა ჰქონოდა საგნის გამოცდა;
ვ) შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებით დოქტორის აკადემიური ხარისხი.
საბოლოოდ დავასკვნით, რომ ზოგადი განათლების კანონის 213 მუხლის (მასწავლებლის განათლება) ზემოხსენებული მოთხოვნები არ არის გათვალისწინებული. კერძოდ, საგნის კომპეტენციის, პედაგოგიკური განათლებისა და მასწავლებლობის გამოცდილების არმქონე ადამიანს აძლევს საშუალებას ორი წლის განმავლობაში იმუშაოს სკოლაში.
ახლა, დავსვათ კითხვა: უნდა აბარებდეს თუ არა გამოცდებს ყველა პრაქტიკოსი მასწავლებელი?
,,ზოგადი განათლების კანონის’’ თანახმად, არსებობს ისეთი საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა დამთავრების შემდეგ არცერთი გამოცდის ჩაბარება არაა საჭირო, ეს პროგრამებია:
1) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა (ზგკ, 21 3 მუხლის 1 პუნქტი და ,,ა’’ ქვეპუნქტი)
2) შესაბამისი საგნის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა
3) განათლების მიმართულების დოქტორანტურის საგანამანთლებლო პროგრამა (ზგკ 21 3 მუხლის 1 პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტი)
დოქტორის ხარისხის მქონე პრაქტიკოსი მასწავლებელი ისედაც არ აბარებს გამოცდას, ე.ი. ავტომატურად ხდება უფროსი მასწავლებელი.
• იყო თუ არა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანამანთლებლო პროგრამის ანალოგი და რომელი უნივერსიტეტი ახორციელებდა აღნიშნულ პროგრამას?
აღნიშნული პროგრამის ახალი ვარიანტის კურსდამთავრებულები ჯერ არ გვყავს, მაგრამ არიან წინა წლების სპეციალისტები. ასეთი პროექტი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში იყო და ახორციელებდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ; რომლითაც კურსდამთავრებულნი იღებდნენ საგნის ფართო პროფილისა და მასწავლებლის კვალიფიკაციას. მაგალითად: მათემატიკის, ფიზიის, ქიმიის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის, ისტორიის, ფილოლოგიის და ა.შ. ფაკულტეტების კურსდამთავრებულებს დიპლომში ეწერებოდათ ჩანაწერი, რომელიც განსაზღვრავდა ცალკე საგნის და ცალკე საგნის მასწავლებლის კვალიფიკაციას. მოვიყვანოთ დიპლომის ჩანაწერის მაგალითები:
მათემატიკოსი, მათემატიკის მასწავლებლის კვალიფიკაცია;
ფიზიკოსი, ფიზიკის მასწავლებლის კვალიფიკაცია;
ქიმიკოსი, ქიმიის მასწავლებლის კვალიფიკაცია;
გეოგრაფი, გეოგრაფიის მასწავლებლის კვალიფიკაცია და ა.შ.
• განვიხილოთ თსუ-ის საგნისა და მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსი: საბუნებისმეტყველო დარგის სპეციალობის მიხედვით, მაგალითად ქიმიის სპეციალობით.
საზოგადოებრივი - ჰუმანიტარული მეცნიერებები - 12,
პედაგოგიკისა და მეთოდიკის საგნები - 8.
სპეციალობის საგნები -22.
ზუსტი და სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - 4 საგანი.
სპეციალობის საგნების ლაბორატორიული სამუშაოები - 11.
სპორტი - 1
საწარმოო პრაქტიკა - მეოთხე კურსი;
პედაგოგიკური პრაქტიკა - მეხუთე კურსი, მეცხრე სემესტრი.
სახელმწიფო გამოცდები - 2.
სპეციალობაში სახელმწიფო გამოცდას აბარებდა ყველა, გარდა წარჩინებული სტუდენტებისა, რომლებიც მე-3 კურსიდან ჩართული იყვნენ სამეცნიერო მუშაობაში, რაც წარმოადგენდა შემდეგში მის სადიპლომო ნამუშევარს.
ცალკე გამოვყოფთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის საგნებს:
1) ფსიქოლოგია - მესამე კურსი, მეხუთე სემესტრი;
2) ფსიქოლოგიის პრაქტიკული - მესამე კურსი, მეხუთე სემესტრი;
3) პედაგოგიკა - მესამე კურსი, მეექვსე სემესტრი;
4) პედაგოგიკა, მეოთხე კურსი, მეშვიდე სემესტრი;
5) მეთოდიკა - ქიმიის სწავლების - მეოთხე კურსი, მერვე სემესტრი;
6) მეთოდიკა - ლაბორატორიული - პრაქტიკული - მეოთხე კურსი, მერვე სემესტრი
7) პედაგოგიკა - პრაქტიკა, მეხუთე კურსი, მეცხრე სემესტრი;
8) ფილოსოფია - მესამე კურსი, მეხუთე და მეექვსე სემესტრები.
ზემოთმოყვანილი მასალის ანალიზიდან გამომდინარე თსუ მასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრატურის კურსდამთავრებულებს არ სჭირდებათ გამოცდების ჩაბარება, როგორც მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულებს ( ან სპეციალისტებს) იმიტომ, რომ ეს ორივე პროგრამა იდენტურია.
1) ძველი პროგრამა ამზადებდა სპეციალისტებს, როგორც სამეცნიერო მუშაობისათვის, ასევე - პედაგოგებს.
2) რა არის მაგისტრატურაში სწავლების მიზნები?
,,უმაღლესი განათლების კანონის’’ თანახმად, მაგისტრატურაში სწავლების მიზნებია:
,,ვ) სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისა და უმაღლეს საგანამანთლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური მოღვაწეობისათვის მომზადება’’ (უგკ. მუხლი 48, პუნქტი 4, ,,გ’’ ქვეპუნქტი)
მაგისტრს აქვს უფლება ასწავლოს უმაღლეს სასწავლებლებში, კერძოდ, იმუშავოს მასწავლებლად ან უფროს მასწავლებლად. და უფრო მეტიც, არჩეულ იქნას ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე სახელოვნებო-შემოქმედებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (უგკ, მუხლი 35, პუნქტი 3)
• აქედან გამომდინარე, რატომ არ აქვს მაგისტრს გამოცდების ჩაბარების გარეშე სკოლაში სწავლების უფლება? ,,ზოგადი განათლების კანონის’’ თანახმად, სკოლაში სწავლების უფლება აქვს მხოლოდ იმ მაგისტრს, რომელსაც დამთავრებული აქვს მასწავლებლის მომზადების საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, ზგკ-ის 21 3 მუხლის, 1 პუნქტის, ,,ა’’ ქვეპუნქტის, აღნიშნულ ნორმას ეწინააღმდეგება 2020 წლის 26 ივნისს მთავრობის N390-ე დადგენილებით დამტკიცებული სქემის IX თავის 38-ე მუხლის, მესამე, მეოთხე მეხუთე პუნქტები, მეშვიდე მუხლის პირველი პუნქტიც, რომელთა თანახმადაც, იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც არ აქვთ გამოცდები ჩაბარებული, ათავისუფლებენ დაკავებული თანამდებობებიდან, უშვებენ სკოლებიდან.
• საქართველოს კანონები ზოგადი და უმაღლესი განათლებისა ერთმანეთს ეწინააღმდეგება სტაჟის მქონე მაგისტრი პრაქტიკოსი მასწავლებლების უფლებებთან დაკავშირებით. კერძოდ, მათ აქვთ უფლება ასწავლონ უნივერსიტეტებში, ყოველგვარი გამოცდების ჩაბარების გარეშე, მაგრამ ამავე დროს მათ არა აქვთ უფლება ასწავლონ სკოლებშიც.
• რა ფაქტორებმა გამოიწვია წინააღმდეგობა ორ კანონს შორის?
ახალია - მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, ხოლო ძველია საგნის მომზადების საგანმანათლებლო სამაგისტრო პროგრამა და მასწავლებლის მომზადების სამაგისტრო-საგანმანათლებლო ინტეგრირებული პროგრამა.
• რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს წინააღმდეგობა აღმოიფხვრას?
პირველ რიგში, აღნიშნული პროგრამები უნდა გაიგივდეს და შემდეგში, გათვალისწინებულ იქნას ეს ფაქტი. ამისთვის არსებობს ორი გზა: 1) ჩაიწეროს კანონში ახალი და ძველი სამაგისტრო საგანმანათლებლო მსგავსების საკითხი; 2) ან შეიძლება კანონში არც აისახოს, რომ ერთი და იმავე დონის პროგრამებია ძველი და ახალი ვარიანტები.
განხილული საკითხიდან დავასკვნით, რომ ადგილი აქვს ახალი და ძველი თაობის მასწავლებელთა დისკრიმინაციას. ახალი თაობის მასწავლებლებს, რომლებსაც გავლილი ექნებათ პროგრამის ახალი ვარიანტი არ ჩააბარებინებენ გამოცდებს, ხოლო იმ მასწავლებლებს, რომლებსაც პროგრამის ძველი ვარიანტი აქვთ ნასწავლი, ავალდებულებენ გამოცდების ჩაბარებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ათავისუფლებენ სამსახურებიდან. ,,ზოგადი განათლების კანონის’’ თანახმად კი ეს არ შეიძლება, კონკრეტულად, ირღვევა ძველი და ახალი თაობის მასწავლებლების თანაბარ მდგომარეობაში ყოფნის საკითხი (ზგკ, მუხლი 21 7, პუნქტი 2)
1) ახლა დავსვათ კითხვა: მოქმედმა პრაქტიკოსმა მაგისტრმა მასწავლებლებმა უნდა ჩააბარონ თუ არა გამოცდები?
მოქმედმა პრაქტიკოსმა მაგისტრმა მასწავლებელმა გამოცდები არ უნდა ჩააბაროს იმიტომ, რომ მას სახელმწიფო გამოცდების სახით აქვს ჩაბარებული გამოცდები. სადიპლომო ნამუშევარი დაცული აქვს სახელმწიფო კომისიის წინაშე.
უფრო მეტიც, ბაკალავრიატის კურსდამთავრებულს, რომელსაც გავლილი აქვს მასწავლებლის მომზადების საგანამანთლებლო პროგრამა, აბარებინებენ მხოლოდ ერთ, საგნის გამოცდას. ეს ფაქტიც ძველი და ახალი თაობის მასწავლებელთა დისკრიმინაციაა. (ზგკ, 21 3 მუხლის, 1 პუნქტის ,,ბ’’, ,,გ’’, ,,დ’’, ,,ე’’ ქვეპუნქტები) 2020 წლის 26 ივნისის მთავრობის 390-ე დადგენილების მუხლი 7, პუნქტი1, IX თავი, 38-ე მუხლი, პუნქტები 4 და 5. ეს კი ეწინააღმდეგება მასწავლებლების თანაბარ პირობებში ყოფნის პრინციპს ზოგადი განათლების კანონის ნორმის მიხედვით (ზგკ, 21 7 მუხლის მე-2 პუნქტი).
• მთავრობას აქვს ვალდებულება დასაბუთებულად განმარტოს, თუ რატომ ხდება ახალი და ძველი თაობის მასწავლებლების დისკრიმინაცია, შესაბამისად, ახალი და ძველი ვარიანტის პროგრამებიდან გამომდინარე?
მანანა ნიკოლაიშვილი
საქართველოს განათლების ლიგის თავმჯდომარე