რეზონანსი
04.08.2019

 ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალრუ ქსელში იმ ქალებზე წერს, რომლებიც 35 გრადუს სიცხეში სამარშრუტო ტაქსის ფანჯრის მხარეს მდებარე სკამზე ჯდებიან და შემდეგ საგულდაგულოდ კეტავენ ფანჯარას მოტივით, "მიბერავსო". ის ქალებზე იმიტომ ამახვილებს ყუარდღებას რომ კაცისგან მსგავსი ქმედება არ უნახავს.

"მარშრუტკის ქართველი მძღოლები რა ხალხია უკვე ყველამ ვიცით, ყველას ერთდროულად რომ უფუჭდება კონდიციონერი, მაგრამ ცალკე ფენომენია ქართველი ქალი "მარშრუტკაში", რომელსაც შეუძლია 35-გრადუსიან სიცხეში ფანჯარა დხუროს იმ მოტივით, რომ უბერავს. ქალზე ყურადღებას იმიტომ ვამხვილებ, რომ კაცი ჯერ ასეთ საქციელში არ შემიმჩნევია", - წერს მეტრეველი.

პოსტს უამრავი გამოხმაურება აქვს და მისი მეგობრებიც ადასტურებენ რომ ხშირად უნახავთ მსგავსი რამ და ყველა გაკვირვებას გამოთქვამს, ასეთ შემთხვევაში რატომ ცდილობენ ისინი ფანჯრის მხარეს დაჯდომას, თუ ფანჯარას მაინც არ გამოიყენებენ.

"ზუსტად გუშინ გულწასული, მისვენებული ხნიერი ქალი ცოცხალი თავით არ აღებდა, სანამ არ ატყდა ამბავი"- წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×