სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    06.11.2017

    როგორ და რა დოზით უნდა გაშუქდეს "ქართველთა მარშის" ტიპის აქციები, საჭიროა თუ არა მათი წარმომადგენლების მიწვევა თოქ-შოუებში და, ზოგადად, უნდა ეთმობოდეს თუ არა მათ მედიასივრცე - ამ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობაა.

    ქართული მედიის წარმომადგენლების ნაწილი მიიჩნევს, რომ მათ, ვინც ძალადობის მოწოდებებით და სხვისი შეურაცხმყოფელი განცხადებებით გამოდიან, საეთერო დრო არ უნდა დაეთმოს. ნაწილი კი აცხადებს, რომ ეს ადამიანების დისკრედიტაციაა და მიუხედავად მათი მოსაზრებებისა და შეხედულებების გამოხატვის ფორმისა, მათი აქტივობა მედიამ უნდა გააშუქოს.

    უნდა მიიწვიონ თუ არა სატელევიზიო თოქ-შოუებზე "ქართული მარშის" წარმომადგენლები და უნდა გააშუქოს თუ არა მედიამ მათი აქტივობა? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     გოგი თორაძე (რეჟისორი): "ეს ყველაფერი უკვე სასაცილოა. საბავშვო ბაღში აღარ იბუტებიან ბავშვები. რას ჰქვია არ მიიწვევენ?! თუკი მათ აზრს არ გააშუქებენ, რა ინტერესს ჩადებენ თავიანთ გადაცემებში?! არაპროფესიონალების დოღია ჩვენს ქვეყანაში.

    "ამ გადაწყვეტილებით იმათ არაფერი დააკლდებათ, რადგან დღევანდელ დროში ინფორმაცია ყველგან ვრცელდება. ერთი ტელევიზია გამოუცხადებს ბოიკოტს და სხვა არ გააკეთებს ამას. ეს ჩვენი ქვეყნის რეალობაა და როგორ შეიძლება, ტელევიზიამ ეს არ აჩვენოს და ინფორმაცია ცალმხრივად გაუშვას?!"

     

     ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე): "მე ვფიქრობ, იმ პირობით უნდა გააშუქოს, რომ წინასწარ შეუთანხმდნენ და ბილწსიტყვაობა და მუქარა ამოიღონ ამ ტექსტებიდან. თუ მსგავსი უარყოფითი ტექსტების თქმა უნდათ "მარშელებს", მაშინ ფორმა მონახონ თავიანთი დამოკიდებულების გამოსახატავად, თორემ რადიო და ტელევიზია ყველასია, ეს არის დემოკრატიული პრინციპი."

     

     სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): "ქართული მარშის" წევრებისა თუ ნებისმიერი სხვა ადამიანის დაბლოკვა და გადაცემებში არმიწვევა არ მიმაჩნია სწორად. დემოკრატიული საზოგადოება და მაღალი განვითარება ნიშნავს, რომ იყოს პოლემიკა, აზრების გაზიარება, სრულიად მიუღებელი აზრისაც, მაგრამ მას გაეცეს შესაბამისი პასუხი. ეს ჯობია, ვიდრე ბოიკოტი და ცალმხრივი ფორმატით ურთიერთობის წარმართვა."

     

     

     დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე):"მათი გაშუქება აუცილებელია იმიტომ, რომ ვიცოდეთ, რა გაკეთდა სწორად და რა - არა. იმ ფეხბურთელმა გაიკეთა სამკლავური, მას ამის უფლება ჰქონდა, მაგრამ ზუსტად ასეთივე უფლება ჰქონდათ სხვებს, რომ ამასთან დაკავშირებით გამოეთქვათ მოსაზრება. თუმცა აზრის გამოთქმასა და ქვების სროლას შორის განსხვავებაა. უბრალოდ, აზრი რომ გამოეთქვათ, ამას გავიგებდით, მაგრამ როგორც კი კანონის ჩარჩოდან გამოდიხარ, ამით საკუთარი აზრის დისკრედიტაციასაც კი ახდენ, არათუ სხვისა.

    "მიუხედავად ამისა, ჩემი აზრით, ქართველ ჟურნალისტებს არ აქვთ უფლება, ამის გამო ვინმე დაბლოკონ. "ნაციონალური მოძრაობის" გამონათქვამებს აშუქებენ და ამათი მიწვევით რა დაშავდება?!"

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter