სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ლიკა ამირაშვილი
    13.06.2015

    2012-2014 წლებში საქართველოს თვითმმართველობებში პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით 100 მილიონ ლარზე მეტი გაიცა, - 2012 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს მუნიციპალიტეტებში გაცემული პრემიისა და სახელფასო დანამატის შესახებ ანგარიშს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აქვეყნებს.

    ორგანიზაციამ ინფორმაცია 59 მუნიციპალიტეტიდან და 12 თვითმმართველი ქალაქიდან, მათ შორის თბილისის რაიონებიდან გამოითხოვა.

    მათი განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ ცალკეული მუნიციპალიტეტის საკრებულომ და გამგეობამ/მერიამ გამოთხოვილი ინფორმაცია საერთოდ არ მიაწოდა, შეუძლიათ ივარაუდონ, რომ გაცემული პრემიებისა და დანამატების რიცხვი აღნიშნულ მაჩვენებელს აღემატება.

    "მუნიციპალიტეტის აბსოლუტურ უმრავლესობაში, როგორც წესი, პრემია სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით გაიცემა (ახალ წელს, მარიამობას, დედისა და ქალთა, ასევე დამოუკიდებლობის დღეს), თუმცა, ბევრგან პრემია და დანამატი არასადღესასწაულო პერიოდშიც აქტიურად გაიცემა; რამდენიმე მუნიციპალიტეტში თანამდებობის პირებს სახელფასო სარგოს ოდენობაზე მეტი პრემია აქვთ აღებული", - განმარტავენ ორგანიზაციაში.

    გამართლებულია თუ არა ამ რაოდენობის პრემიების დარიგება და უნდა დადგეს თუ არა ამის გამო კონკრეტული თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): "სრულიად გაუმართლებლად მიმაჩნია, რომ 150 ლარიანი პენსიის ქვეყანაში ამხელა რაოდენობის პრემიები დაარიგონ. დიდი ხანია ასეთი დამოკიდებულება გვესმის. სასწრაფო ზომები უნდა მიიღონ და რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს."

     

     

     

     ნუცა ჯანელიძე  (მუსიკათმცოდნე): "მეეჭვება, ნამდვილად ამდენი თანხა იყო თუ არა. ზოგადად ქართველებს ყველაფრის გაბუქება გვიყვარს ხოლმე. იქნება ვინმემ წაამატა, იმიტომ, რომ კარგი გამოჩნდეს. პრემიერი ნამდვილად საჭიროა, თუმცა, ამხელა რაოდენობა მაინც მებევრება."

     

     

     

     მიხეილ ღანიშაშვილი  (პოეტი): "პრემიერის საკითხი ძალიან სერიოზულად არის გადასახედი, უკვე ყველანაირ ზღვარს აჭარბებს. აი, ასეთი თვითნებობა და გაუმაძღრობაა როგორც მაღალი, ასევე დაბალი რანგის ჩინოვნიკების მხრიდან. რა თქმა უნდა, ეს საკითხი სერიოზულად გადასახედი და მისახედია."

     

     

     

     ქეთი ბექაური (იურისტი): "მიმაჩნია, რომ ამ პრემიების გაცემის დანიშნულება, მიზანმიმართულება და კანონზომიერება უნდა დადგინდეს. პრემიების გაცემას თავისი წესი აქვს. ამიტომ სათანადო ორგანიზაციებმა საკითხი უნდა შეისწავლონ."

     

     

     

     ნუგზარ კვაშალი (მომღერალი): "პრემიები წამახალისებელია. პრინციპში 100 მილიონი ბევრი არ არის. მაგრამ მაშინ, როდესაც ქვეყანაში ასეთი გაჭირვებაა და ხალხი გაჭირვების გამო სანაგვეში იქექება, პრემიების შემცირება აუცილებელია. თუმცა, არ მგონია, პასუხისმგებლობის საკითხის დადგენა აუცილებელი იყოს."

     

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×