"ბრავო რექორდსის" დამფუძნებელი ზაზა შენგელია სოციალურ ქსელში საგანგებო მიმართვას ავრცელებს, რომელიც მერაბ დვალიშვილი ორთაბრძოლის ტრანსლირებას უკავშირდება:
„თავს ვიკავებდი, მაგრამ მაინც უნდა დავწერო: როცა Setanta Sports Georgia ხარ და ამხელა მოვლენა ხდება, შვიდი წლის წინ ამერიკაში არალეგალად წასული, მშენებლობაზე მუშად მომუშავე ქართველი კაცი, ლას-ვეგასის “სფეროს” დარბაზში, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ორთაბრძოლას მართავს მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან, მსოფლიოში ისეთ მასობრივად პოპულარულ სპორტის სახეობაში, როგორც UFC-ია, და მთელი საქართველო ღამეს თეთრად ათენებს და ამ დღეს ელოდება, კეთილი უნდა ინებო, ადგე და გადაიხადო ის საჭირო თანხა, რასაც ითხოვს სატელევიზიო ჩვენების უფლებამფლობელი და ხალხს მაქსიმალურად მასიურად მისცე ორთაბრძოლის ნორმალურად ნახვის და გულშემატკივრობის საშუალება, და არა სეტანტას რაღაც საბაზისო პაკეტზე დამატებითი გადასახადებით, რომელიც ისედაც საკმაოდ ძვირია...
ეს ბიზნესია, რომელიღაც ტრანსლაციებზე ბლომად ფული შეიძლება მოიგო, რომელიღაცაზე შედარებით ნაკლები, ეს ნორმალურია, როცა ამ ბიზნესში ხარ… თუ საკმარისი ფული არ გაქვს (რაშიც ეჭვი მეპარება), ადექი და სპონსორები მოიზიდე, და თუ მაგის ერთი ადგილიც არა გაქვს, Crowd Funding გამოაცხადე და ხალხი შეგიგროვებს ფულს. ნახევარმა საქართველომ რუსული ლინკებით უყურა ორთაბრძოლას (და როგორც ფეისბუქზე წერენ, რუსი კომენტატორი არ იყო კეთილგანწყობილი მერაბის მიმართ) და ნახევარმა ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების მობილური ტელეფონებით, მადლობა მათ ამისათვის.
უბრალოდ მაგრად ტეხავს, არის რაღაცები, რასაც ვერ გაატარებ, სირცხვილია…
P.S. აქ რამდენიმე კომენტარი შემხვდა, საზოგადოებრივი მაუწყებლობის პირველმა არხმა რატომ არ აჩვენაო. მინდა განვმარტო, UFC-ის ბრძოლები, ეს არანაირად არ არის საზოგადოებრივი მაუწყებლობის პროფილი მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში, ძალიან სასტიკი და დაუნდობელი სპორტია, სამწუხაროდ, ზოგიერთი ბრძოლა ლეტალური შედეგითაც სრულდება ხოლმე და არსად, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში აღნიშნულ ორთაბრძოლებს არცერთი საზოგადოებრივი მაუწყებლობა არ აჩვენებს, მით უფრო, რომ ეს კანონმდებლობითაც არის შეზღუდული,
+18 წლის კატეგორიაში გადის და ამ კატეგორიის ტელეპროდუქციის ჩვენება, ზოგადად მკაცრადაა განსაზღვრული 21:00-დან 06:00-მდე, რათა ბავშვებს და მოზარდებს აარიდონ სისხლიანი სისასტიკის ხილვა და ზოგადად მთელ მსოფლიოში, მათ შორის, ამერიკაშიაც სწორედ რომ საკაბელო და სხვა “გამოძახებითი” სატელევიზიო პლატფორმებით ხდება აღნიშნული ორთაბრძოლების, ასევე კრივის და ა.შ. ჩვენება", - დაწერა შენგელიამ.
ვიდეო რეკლამა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე