24 წლის ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური (90 კგ) ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. ბექაურმა ფინალში იაპონელი საშირო მურიო ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წამით ადრე ვაზარით 2:1 დაამარცხა. თავიდან ვაზარით ლაშას მეტოქე დაწინაურდა, თუმცა ქართველმა ბრძოლის შემოტრიალება და გამარჯვების მოპოვება შეძლო.
გუშინ, პარიზში ოლიმპიურ თამაშებზე ტრიუმფის შემდეგ, პირველად გამოჩნდა საჯაროდ მისი შეყვარებული მარიამ კეკუა. გოგონამ სპორტსმენს ჯერ კიდევ 26 ივლისს დაბადების დღეზე ჩააკითხა.
პირველი ტრიუმფის დროს, ბექაური თავისუფალი იყო. მაშინ ბევრს აინტერესებდა, ვინ გახდებოდა ოქროსმედალოსანის რჩეული და როგორც ჩანს, მისი გულის მოგება მარიამ კეკუამ შეძლო და მათი ურთიერთობა სერიოზულ ეტაპზეა.
წყვილის სიყვარულის შესახებ ერთი წლის წინ გახდა ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებენ, ბექაური არასოდეს საუბრობს მედიასთან პირად ცხოვრებაზე.
ვიდეო რეკლამა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე