რეზონანსი
23.07.2024

12 წლის ალექსანდრე წიკლაურმა მოქალაქეები დახრჩობას გადაარჩინა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მელანო გოგობერიშვილი წერს.

„მინდა იცნობდეთ, ეს არის 12 წლის გმირი ალექსანდრე წიკლაური, რომელმაც მე და ჩემი შვილი გადაგვარჩინა დახრჩობას, რისთვისაც უდიდეს მადლობას ვუხდი. აქვე მინდა მივმართო იმ ვითომ კაცებს, რომლებიც გვერდზევე იყვნენ და მხოლოდ სცენას უყურებდნენ როგორ ვიხრჩობოდით და რეაქცია 0. (სანამ დამიწერთ თუ ცურვა არ იცოდი რატომ შედიოდიო, გეტყვით იმასაც, რომ ნაპირზე ვიყავი)“, – წერს მელანო გოგობერიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×