მომღერალი ანდრია გელესიანი, ფეხბურთელ გიორგი გველესიანის განცხადებას, რომ ინტერვიუების მიღემაზე უარს აფხადებს და აღარ გამოჩნდებოდა ასე ეხმაურება:
„დაისვენებენ ზოგიერთები ♥️
წლებია გიორგის ნაკრებში გამოძახებას ვითხოვდით,როგორც იქნა გამოიძახეს და იბრწყინა კიდეც ჯერ როგორც ფეხბურთელმა ევროპის ჩემპიონატზე და მერე როგორც ადამიანმა როცა საზოგადოებამ ახლოს გაიცნო.
დამსახურებული სიყვარული და აღიარება მიიღო 33 წლის ასაკში ✨
უბრალოდ არსებობენ ადამიანები (სექტანტები) რომლებსაც არ მოსწონთ პირდაპირი ადამიანები და მაინც და მაინც მათ გემოვნებაში უნდა ჯდებოდე,მათივე განსაზღვრულ ჩარჩოებში და შეხედულებებში (არადა დემოკრატიის შუქურები არიან რომ კითხო) აი ძირითადად ეს ადამიანები გაღიზიანდნენ და ვერ აიტანეს ამ ბიჭის დამსახურებული პოპულარობა და მისი აღიარება..
არაუშავს იმედი მაქვს განვვითარდებით ერთმანეთის სიხარულის გულწრფელ გაზიარებაში ოდესმე ♥️.“.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე საათის მერე ასევე დაწერა:
„ჩემს ძმაკაცს დავესესხები ამ გამოთქმაში და
"მოდი პირდაპირ გეტყვით" ყველა ის ადამიანი ვისაც ბოროტება,ინტრიგა და სიძულვილის ენა გიდუღთ სულში - მეცოდებით და ჩემი აზრით თქვენივე კომპლექსები გალანძღინებთ ხალხს ძირითად შემთხვევაში..“.
ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ფეხბურთელი, გიორგი გველესიანი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობს, ის სოციალურ ქსელშიც აქტიურობდა.
მაგრამ ერთი-ერთი ინტერვიუს დროს მან განაცხადა, რომ უკვე საზოგადოებას თავი შეაწყინა და ეს ბოლო ინტერვიუ იქნებოდა.
ვიდეო რეკლამა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე