მდინარე ენგურში დაღუპული 15 წლის მოზარდი თაბუკა ახალაიაა. მისი სამძებრო სამუშაოები მდინარეში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. 15 წლის მოზარდი ამ დროისთვის ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
ტრაგიკულად დაღუპულ თაბუკას ძმა ემშვიდობება.
"ჩემი პატარა ძამიკო გამიფრინდა ცაში. ძამიკო რატომ, რატომ", - წერს თედო ახალაია.
არსებული ინფორმაციით, მოზარდი ანაკლიაში სტუმრად იმყოფებოდა და 18 ივლისს, თანატოლებთან ერთად წავიდა მდინარეზე. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მოზარდი თანატოლებთან ერთად მდინარე ენგურში ბანაობდა.
ვიდეო რეკლამა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე