რეზონანსი
04.12.2023

ტელეწამყვანმა გია ჯაჯანიძემ „ტვ იმედის“ ეთერში ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დიაბეტი აქვს, თავს კარგად გრძნობს. როგორც ჯაჯანიძემ აღნიშნა, მას ძალიან კარგი იმუნიტეტი აქვს.

„დიაბეტი მაქვს, ინსულინზე ვარ და ყოველთვის, როდესაც ანალიზებს ვაბარებ, ექიმები გაოცებულები არიან პასუხებით. ამდენი ხანი გავიდა და რაღაც დარღვევა უნდა მქონოდა.. ყველაფერი წესრიგში მაქვს. ზოგადად, ქვა და ფერები ისე მაბედნიერებს, რომ სულ კარგ ხასიათზე ვარ. კოვიდიც არ მქონია, გრიპი, სიცხე, არ ვიცი რა არის... არ მახსოვს.

ამასთან დაკავშირებით ჩემი დასკვნა მაქვს. როგორ კი დაიწყო კოვიდი, არ გავჩერებულვარ, სულ ვწერდი გადაცემებს და სულ ტაშ-ფანდურს. მუდმივად კარგ ხასიათზე, სულ პოზიტივი მაქვს. განა ვიმუშავე ჩემ თავზე, ასეთი დავიბადე“, – თქვა გია ჯაჯანიძე "იმედის" ეთერში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×