რეზონანსი
04.10.2023

სამ ოქტომბერს მოსულმა უხვმა ნალექმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ძირითადად, კვლავაც იმ ადგილებში შექმნა პრობლემები, სადაც რვა სექტემბერს მომხდარმა სტიქიამ დიდი ზარალი წარმოშვა. მათ შორისაა ომფარეთიც.

,,ისევ წაიღო წყალმა ყველაფერი” - წერს ფეისბუქჯგუფში ,,This is ლანჩხუთი” სალომე გოგიჩაიშვილი.

,,ამ დრომდე ვერიდებოდი რამის დაწერას მაგრამ უკვე გაუსაძლისია. ვცხოვრობ ომფარეთში, ზედა სასაფლაოს წინ. ამის წინ რომ წვიმა იყო, ჩამოშვავდა სასაფლაოს გაბიონი. იმის მერე ისეა, გზა არ გვაქვს და არაფერი გაკეთებულა. ჩვენს ცოტა ქვემოთ მიწა გამოეცალა გზას, გააკეთეს მაგრამ დროებითი აღმოჩნდა. ახლა ისევ წაიღო წყალმა ყველაფერი. მსუბუქი მანქანები სიფრთხილით დადიან, მაგრამ სკოლის „მარშუტკები“ ვერ ბედავენ ამოსვლას ბავშვებთან ერთად. მოწყვეტილია სკოლას ბავშვები და სოფელი გზას. ვის მივმართოთ, რა გავაკეთოთ? ცოტა ხნიანი ასეთი წვიმა და მე პირადად მიცვალებულები ჩამომივა ეზოში,” - წერს იგი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×