რეზონანსი
01.10.2023

უმ­ძი­მე­სი ფაქ­ტი მოხ­და იმე­რეთ­ში, ერთ-ერთი სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, სა­დაც მოს­წავ­ლე­ე­ბი თა­ნა­ტოლს თვით­და­ზი­ა­ნე­ბის­კენ უბიძ­გე­ბენ. რო­გორც არას­რულ­წლო­ვა­ნის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი აცხა­დებს, მე­ცხრე კლა­სელ გო­გო­ნა­ზე ძა­ლა­დო­ბა თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბის მხრი­დან სის­ტე­მა­ტი­უ­რად ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და, ბოლო შემ­თხვე­ვის დროს კი, მას ბას­რი საგ­ნით ხე­ლის და­სერ­ვა და მათი მო­თხოვ­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა და­ა­ვა­ლეს.

არას­რულ­წლო­ვან­მა მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ოჯახს აც­ნო­ბა. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტის შე­სა­ხებ იცო­და სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ, თუმ­ცა სა­მარ­თალ­დაცმვე­ლე­ბი საქ­მე­ში მხო­ლოდ იუ­რის­ტის მი­მარ­თვის ჩა­ერ­თვნენ.

გო­გო­ნას დედა ჰყვე­ბა, რომ ბავ­შვზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბა, მისი თა­ნა­ტო­ლი გო­გო­ნე­ბის მხრი­დან, დიდი ხა­ნია მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"შე­ვიწ­რო­ე­ბის ფაქ­ტი სა­დღაც ერთი წლის წინ და­ი­წყო, როცა ამ სკო­ლა­ში გად­მო­ვი­და ჩემი შვი­ლი. მა­შინ მძაფ­რი რე­აქ­ცია არ მქო­ნია, რად­გან მე­გო­ნა მოგ­ვარ­დე­ბო­და. 

10 დღის წინ სახ­ლში მო­ვე­დი და ჩემი მე­ო­რე შვი­ლი მე­უბ­ნე­ბა, რომ მა­რი­ა­მი საქ­მის გა­სარ­ჩე­ვად გა­იყ­ვა­ნეს, ჩავ­ჯე­ქი მან­ქა­ნა­ში და მი­ვე­დი სა­დაც იყ­ვნენ. ჩემს შვილს ვუ­თხა­რი ჩამ­ჯდა­რი­ყო მან­ქა­ნა­ში, შემ­დეგ გა­მომ­ყვნენ ის ბავ­შვე­ბიც და რეპ­ლი­კებს მეს­მოდ­ნენ. შემ­დეგ "ინ­სტაგ­რამ­ზე" "ლა­ივ­შიც" გა­სუ­ლან და მე და ჩემს შვილს სა­ში­ნე­ლი სი­ტყვე­ბით მოგ­ვიხ­სე­ნი­ებ­დნენ.

შემ­დეგ მო­ვიდ­ნენ სახ­ლში ჩემ­თან და ერთ-ერ­თმა მა­რი­ამს თა­ვი­სი პი­რა­დუ­ლი გა­ან­დო და უთხრა, რომ თუ ამას ვინ­მეს ეტყო­და, სახ­ლში გა­მოწ­ვავ­და. შე­ე­შინ­და ბავ­შვს და მი­თხრა, მე­მუქ­რე­ბაო. ორ­შა­ბათს მი­ვე­დი სკო­ლის დი­რექ­ცი­ა­ში და ვუ­თხა­რი, რომ ბავ­შვი მყავ­და საფრ­თხის წი­ნა­შე. მი­თხრეს, რომ ბავ­შვე­ბის და­კი­თხვის უფ­ლე­ბა მშობ­ლე­ბის გა­რე­შე არ გვაქ­ვსო. მო­ვი­თხო­ვე, რომ მათი მშობ­ლე­ბიც და­ე­ბა­რე­ბი­ნათ და მი­ვი­დო­დი მეც. მხო­ლოდ ერთ კი­თხვა­ზე მინ­დო­და პა­სუ­ხი - რას ერ­ჩოდ­ნენ პა­სუ­ხი. და­მამ­შვი­დეს რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბო­და.

გუ­შინ ბავ­შვი სკო­ლა­ში არ წა­ვი­და. თურ­მე დი­ლით ჩან­თა­ში უნა­ხავს ფურ­ცე­ლი, ის წე­რი­ლი რაც ყვე­ლამ ნა­ხეთ. სა­ღა­მოს მე­უბ­ნე­ბა, დედა გა­და­მიყ­ვა­ნე ამ სკო­ლი­და­ნო და მაწ­ვდის ფურ­ცელს. ვხსნი ამ ფურ­ცელს და ვხე­დავ "ბრიტ­ვას" და ტექსტს, რომ შენ თუ ამას და ამას არ გა­ა­კე­თებ, ჩა­გახ­რჩობთ უნი­ტაზ­ში. მა­შინ­ვე დავ­რე­კე იუ­რის­ტთან და ვთხო­ვე დახ­მა­რე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია. სკო­ლის მას­წავ­ლე­ბელ­საც ვე­სა­უბ­რე" - ამ­ბობს გო­გო­ნას დედა.

ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×