
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის მიერ ყოფილი მეუღლის შესახებ გამოქვეყნებულ მიმართვას ეხმიანება.
"როგორც სანდრა რულოვსის სტატუსით მივხვდი, ის და მიშა ოფიციალურად განქორწინდნენ. შესაბამისად, მიშას სტატუსი ძალიან გასაგებია. მადლიერებაც და სანდრას პატივისცემის საჯარო დადასტურებაც", - დაწერაა ჟორჟოლიანი.
ექსპრზიდენტს "ვივამედში" ყოფილი მეუღლე სანდრა რულოვსი ეწვია, რაზეც სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა:
"სანდრა არის ყველზე კეთილშობილი და გონიერი ადამიანი, რომელთანაც შეხვედრის უდიდესი ბედნიერება მხვდა წილად. ძალიან ბევრ რამეს, რასაც მივაღწიე მას უნდა ვუმადლოდე.
ჩვენ გავზარდეთ ორი ერთმანეთზე უკეთესი, საქართველოს პატრიოტი შვილი. სანდრა რჩება ჩემი ცხოვრების მთავარ სიყვარულად, ვინაიდან ეს იყო ძალიან დიდი სიყვარულის ისტორია და ჩემი პიროვნების უმნიშვნელოვანეს ნაწილად.
ძალიან განვიცდი ყველა იმ მომენტს, როცა მას გული ვატკინე. მომავალში ყველაფერს გავაკეთებ, რათა მას, ედუარდს და ნიკოლოზს გვერდით დავუდგე", - დაწერა სააკაშვილმა.
ვიდეო რეკლამა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე