რეზონანსი
25.09.2023

ხუ­ლო­ში, ად­გი­ლობ­რი­ვი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი ბე­ტო­ნის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბელ და­ნად­გარ­ში მოყ­ვა და ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა. შემ­თხვე­ვა სო­ფელ ვაშ­ლო­ვან­ში გუ­შინ, ბე­ტო­ნის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბელ სა­ამ­ქრო­ში მოხ­და.

უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლი კი 25 წლის თორ­ნი­კე გორ­გი­ლა­ძია.

"უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა გუ­შინ მოხ­და. ეს ბიჭი სო­ცი­ა­ლურ სახ­ლში ცხოვ­რობ­და. წლე­ბის წინ ეკო­მიგ­რან­ტი გახ­და. სა­წარ­მო­ში იყო და­საქ­მე­ბუ­ლი. მძი­მე ამ­ბა­ვი მოხ­და სო­ფელ­ში. შეძრწუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ ტრა­გე­დი­ით. ახალ­გაზ­რდა, მშრო­მე­ლი ბიჭი და­ნად­გარ­ში და­ი­ღუ­პა. ვი­ზი­ა­რებთ ოჯა­ხის მწუ­ხა­რე­ბას“, - აცხა­დე­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

"ჩვე­ნო ალალ მარ­თა­ლო და გუ­ლი­ა­ნო თორ­ნი­კე. ჯა­რის­კა­ცო სამ­შობ­ლოს და ნა­თე­სა­ვე­ბის მოყ­ვა­რუ­ლო ვაჟ­კა­ცო რო­გორ გაგ­ვიფ­რინ­დი", - წერს გარ­დაც­ვლი­ლის შე­სა­ხებ მისი ახ­ლო­ბე­ლი.

მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 240-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც სა­მუ­შა­ო­ე­ბის წარ­მო­ე­ბი­სას, უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.

ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×