რეზონანსი
20.09.2023

55 წლის მამაკაცმა, დოლიძის ქუჩაზე ყოფილ მეუღლეს და ყოფილ სიდედრს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და ორივე მოკლა. მოგვიანებით კი, იმავე იარაღით თავადაც თვითდაზიანება მიიყენა. დაჭრილი გურამ ქადეიშვილია, მოკლული დედა–შვილი კი ვერიკო და ირინა ქუმსიაშვილები იყვნენ.

დანაშაულის მოტივზე, გამოძიებას რამდენიმე ვერსია აქვს. ერთ–ერთია ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი. "კურიერმა" გაარკვია რომ მკვლელობამდე, გურამ ქადეიშვილმა ყოფილ მეუღლეს დაურეკა, კონკრეტულ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ და უთანხმოება მოუვიდათ. რამდენიმე საათის შემდეგ კი, 55 წლის მამაკაცი ვერიკო ქუმსიაშვილთან, ნაქირავებ ბინაში მივიდა. კარის გაღებისთანავე ცეცხლსასროლი იარაღიდან ჯერ ყოფილ ცოლს ესროლა, შემდეგ კი ყოფილ სიდედრს. ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ფაქტს შეესწრო სახლში მყოფი კიდევ ერთი პირი, რომელმაც მიმალვა მოახერხა და ტყვიას გადაურჩა. ის საქმის მთავარი მოწმეა და პოლიციას ჩვენება უკვე მისცა.

გავრცელებული ინფორმაციით, კაცი აპარატზეა შეერთებული და მისი ინფორმაციით, მხოლოდ გული უმუშავებს.

„მაგას დაჭრილი აღარ ჰქვია, ეგ არის მიცვალებული, აპარატზეა შეერთებული, მხოლოდ გული უმუშავებს. არასდროს არ მითქვამს მოკვდეს ადამიანი-თქო, მაგრამ, ამ ცოდვით, ამ ტანჯვით ვერ იცოცხლეს ეგ უბედური. 

ოფიციალურად განქორწინებულები იყვნენ, 1-ელ აგვისტოს დაფიქსირებულა განქორწინება", - აცხადებს ადგილობრივი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×