რეზონანსი
10.09.2023

ცნობილი პლასტიკური ქირურგი ოთარ გოგიბერიძე გარდაიცვალა. მას “ვარსკვლავურ ქირურგსაც” უწოდებდნენ, რადგან ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანისთვის ჰქონდა გაკეთებული პლასტიკური ოპერაცია. 30 წელზე მეტი მოღვაწეობდა თავის პროფესიაში.

ექიმის მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ მისმა ყოფილმა ცოლმა, ტელეწამყვანმა იანა ლაპუტინამ ამცნო საზოგადოებას. 

"თებერვალში კოვიდი გადაიტანა, რომელმაც ძალიან ბევრი გართულება დაუტოვა. დღეს გული გაუჩერდა..." - დაწერა ყოფილმა ცოლმა.

ოთარ გოგიბერიძეს მოსკოვში ჰქონდა მიღებული უმაღლესი განათლება. დაცული ჰქონდა სამეცნიერო ხარისხები და იყო ევროპის პლასტიკური ესთეტიკური კონფედერაციის წევრი, წლის საუკეთესო ქირურგის ტიტულის მფლობელი, დამაარსებელი და მთავარი ექიმი კლინიკისა "სილამაზის დრო".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×