რეზონანსი
31.03.2023

სოციალური ქსელის მომხმარებელი, მაიკო ჩიტაია „ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, რომ სანამ სასტუმრო „ამბასადორში" ხანძარი გაჩნდებოდა ბოლო სართულის აივანზე გინების ხმა ისმოდა.

„ზუსტად 1 საათის წინ, ამბასადორთან ვიდექით საცობში და ისტერიული გინება შემოგვესმა. ეს იყო კივილი-გინება. ამბასადორის ბოლო საცხოვრებელი სართულის აივანზე ტიპი იდგა ტრუსიკში და არანორმალური ხმით იგინებოდა. ცოტა ხანში, შევარდა შიგნით და მოიჯახუნა კარი. ვიფიქრეთ, არ იყო ფხიზელი. სულ რაღაც 20 წუთში ეს ხანძარი ვნახე უკვე სოც. ქსელში. რატომღაც დარწმუებული ვარ, ამ ტიპსა და ხანძარს შორის კავშირი იქნება", - წერს ჩიტაია.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო ცეცხლმოკიდებული „ამბასადორიდან", რომლის აივნიდან ახალგაზრდა კაცი შიშველ ტანზე მოსხმული ხალათით პოზირებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×