რეზონანსი
28.03.2023

ასტროლოგ ხათუნა ნოელის პროგნოზით 2 საუკუნის განმავლობაში ადამიანებისთვის ბუნებრივი გზით ბავშვის გაჩენა არაპრესტიჟული იქნება და უფრო მეტიც, შესაძლოა, კანონმდებლობითაც კი იყოს აკრძალული და მხოლოდ ხელოვნური გზით ჰქონდეთ ადამიანებს შვილის გაჩენის საშუალება.

„ჯერ ძალიან ადრეა, მაგრამ მაინც დავწერ, რომ მქონდეს ნათქვამი რასაც ვფიქრობ. თევზების ეპოქის დასასრულს, დადგება დრო, როდესაც ორსულობა და ბუნებრივად მშობიარობა გოიმობად ჩაითვლება, პრესტიჟული იქნება ხელოვნურად „გამოყვანილი“ ბავშვის მშობლობა. მეტიც, შესაძლოა კანონითაც კი აიკრძალოს ჩვეულებრივი მამაპაპური @y#$%-იც კი. უმეტესი ადამიანები გასტერილებულები იქნებიან ან ნებით, ან კანონის ძალით. მხოლოდ უმცირესობას ექნება უფლება ან პირიქით - ვალდებულება, გამოიმუშაონ ბუნებრივი მასალა, რომელიც შესაბამის ორგანიზაციებს ჩაბარდება. მოწინააღმდეგეები დაისჯებიან.

საბედნიეროდ, ეს პერიოდი არ იქნება ხანგრძლივი ისტორიული გადმოსახედიდან. მაქსიმუმ 2 საუკუნე. საიდან ვიცი და ასტროლოგიიდან, ერების ციკლებიდან, არსებული ტენდენციებიდან და ლოგიკიდან“, - წერს ხათუნა ნოელი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×