რეზონანსი
22.03.2023

ტყიბულში ილია ფუტკარაძეს ეძებენ. 27 წლის ახალგაზრდის კვალი 4 დღეა, რაც გაუჩინარდა. ახალგაზრდას სახლში აქვს დატოვებული ყველა პირადი ნივთი, გარდა მობილურისა, რომელზეც ვეღარ უკავშირდებიან.

„ყველა ნივთი, რომელიც მას გააჩნია არის მის საცხოვრებელ ადგილას. მხოლოდ მობილური ტელეფონი აქვს თან. ტყიბულში ოჯახის ახლობელთან იყო. 

თავისი ტელეფონიდან ბოლო შეტყობინება გაუგზავნა დედას, სადაც ეწერა: „ყოველი შემთხვევისთვის ეს არის მიხეილის ნომერი, მისი „ფეისბუქი“, რომელზეც შეგიძლიათ მიწეროთ ან დაურეკოთ. ჩემი ყველა ნივთი არის მასთან და ყველა ნივთი ადგილზეა...“, - განაცხადა ოჯახის ახლობელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×