რეზონანსი
01.02.2023

ჟურნალისტი, ზაირა მიქატაძე საგარეჯოს თავდამსხმელ, ყოფილ სამხედრო ნოდარ ათუაშვილზე სოციალურ ქსელში წერს:

"სამშობლოს დასაცავად თურმე გმირი ხარ და ღირსების დასაცავად - ტერორისტი". ასეთი კომენტარი დამხვდა ჩემს სტატიაზე ამ დილით.  დავამატებდი - ან - "გიჟი",  რაც ომმა, მისიებში მონაწილეობამ, ""ცივსისხლიან კაცისმკვლელად" ჩამოყალიბებამ გაგხადა (სწორედ ასეთი მოსაზრებები წამოვიდა ამ დღეებში საგარეჯოს ტრაგედიის მონაწილის, ნოდარ ათუაშვილის მისამართით). 

კარგი, ვეტერანები ისედაც ჩარეცხილები ვართ კარგა ხანია, მაგრამ ჯარს რას უპირებთ, ჯარს?! ფორმა ჩაიცვა, ე.ი. მომავალი "გიჟია"?!! თუ ხვდებით, სად ურტყამს თქვენი მცდელობა, დამალოთ ამ ტრაგედიის ნამდვილი  მიზეზები?! ამ კითხვებს ბევრი ადრესატი ჰყავს და იმედია, საკუთარ თავს ამოიცნობენ.

პ.ს. ძალიან მალე საზოგადოებას წარვუდგენ სრულ სურათს, ვინ იყო ნოდარ ათუაშვილი. მერე განსაჯეთ, "გიჟი" იყო იგი თუ გააგიჟეს?! აქვე, გამოძიებას ვურჩევდი, შესაბამისი სამსახურებიდან მოითხოვოს სტატისტიკური მონაცემები, რამდენი ვეტერანი და ჯარისკაცი გაგიჟდა მისიებისა თუ ომების შემდეგ?!"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×