რეზონანსი
24.01.2023

როგორც ირკვევა, 49 წლის ყოფილი სამხედროს, ნოდარ ათუაშვილის ცხედარი პროზექტურაში აღარ ასვენია. 20 იანვარს მეზობლებზე თავდამსხმელი ყოფილი სამხედროს დაკრძალვის ადგილი ამ დროისათვის უცნობია, თუმცა, საგარეჯოელებს აქვთ ინფორმაცია, ათუაშვილის დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში გადასვენების შესახებ.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში ადასტურებენ, რომ გარდაცვლილი სოფელში არ გადაუსვენებიათ.

„აქ ცხოვრობს ნახევარძმა, გარდაცვლილის სახლი გაყიდულია, კარგა ხანია. ძმამ უარი თქვა გადმოსვენებაზე. მოარული ხმებია, რომ გამოუჩნდნენ ნათესავები, რომლებმაც დასავლეთ საქართველოში გადაასვენეს. დღესაც, სოფელში ერთმანეთს ვესაუბრებოდით, საშინელება ჩაიდინა, მაგრამ ცხედრის დაკრძალვა ხომ უნდა მომხდარიყო, ხომ არ შეიძლება ადამიანი არ დაასაფლაო“, - ამბობს მანავის ერთ-ერთი მცხოვრები.

პრაიმტაიმი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×