რეზონანსი
17.01.2022

„3 თვე მეგობრის ბინაში დივანზე მეძინა, მაგრამ ეს უმნიშვნელო იყო, რადგან პარიზში ჩემთვის კარები გაიღო," - განაცხადა დემნა გვასალიამ ერთ-ერთი დასავლური გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში საკუთარ წარმატებაზე საუბრისას:

„პარიზი, ნიუ იორკი, მილანი, დაახლოებით, 90 პორტფოლიო გავგზავნე. არსად ამიყვანეს. აქა-იქ რამდენიმე კომერციული შეთავაზება მქონდა, მაგრამ უკვე ვფიქრობდი, რომ ამ ინდუსტრიაში სამსახურს ვერ დავიწყებდი. მე არ ვიყავი ძალიან სოციალური, ვგულისხმობ მოდის კვირეულზე სიარულს და ხალხთან ურთიერთობას. გადავწყვიტე, რომ პორტფოლიო მარჯიელაში გამეგზავნა. შეიძლება ეს ჩემი ეკონომისტის გონების დამსახურებაა, მაგრამ ვიფიქრე, „[პორტფოლიო] უნდა გახსნან, შეფუთვა მნიშვნელოვანია". ზოგჯერ კომპანიები თავს არც იწუხებენ, რომ გადაშალონ რასაც იღებენ. პორტფოლიო პიცის ყუთში ჩავდე და გავგზავნე. მათი ყურადღება მივიქციე, დამირეკეს და მითხრეს: „გვინდა ჩვენს გუნდს შემოუერთდე. შეძლებ, რომ 10 დღეში პარიზში ჩამოხვიდე?" 3 თვე მეგობრის ბინაში დივანზე მეძინა, მაგრამ ეს უმნიშვნელო იყო, რადგან პარიზში ჩემთვის კარები გაიღო".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×