სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მთავარი ამბები
    მარი ჩიტაია
    23.02.2018

     "ტავ ჯორჯიას" მაღალი მოსაკრებლის გამო დაბალბიუჯეტიანი კომპანიები დედაქალაქის აეროპორტით სარგებლობისგან თავს იკავებენ. როგორც აეროპორტების გაერთიანებაში განმარტავენ, საფასო პოლიტიკის გადახედვა დღის წესრიგში არ დგას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს "რაინეარის" წარმომადგენლებთან მოლაპარაკება ქუთაისის აეროპორტით დაინტერესების თაობაზე. ეს სწორედ ის კომპანიაა, რომელმაც ქვეყნის ავიაბაზარი მაღალი გადასახადის გამო გააკრიტიკა.

    რეზონანსი
    23.02.2018

    23 თებერვალი 2018 წ

    ეკატერინე ბასილაია
    23.02.2018

     

     შესაძლოა ამერიკული სანქციების ქვეშ თურქეთიც მოჰყვეს. აშშ-მ ქვეყნები გააფრთხილა, რომ მათ წინააღმდეგ სანქციებს შემოიღებს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან მსხვილ გარიგებას დადებენ. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესი" აშშ-ს ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება და გამოცემისვე ცნობით, ამგვარი გაფრთხილება თურქეთს ეხება, რომელიც რუსეთისგან საზენიტო-სარაკეტო სისტემებს ეს-400-ს მიიღებს.

     

    ეკატერინე ბასილაია
    23.02.2018

     იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 44 მოსამართლე უვადოდ დანიშნა და მხოლოდ 6 კანდიდატს უარი უთხრა. სამოქალაქო სექტორი და უფლებადამცველები შერჩევის პროცესის გაუმჭირვალეობასა და გარიგებაზე საუბრობენ. პრობლემად ასახელებენ იმასაც, რომ უვადო მოსამართლეებად დაინიშნნენ ადამიანები, რომელთა მიმართ გარკვეული კითხვები არსებობდა პოლიტიზებული განაჩენის მიღების გამო.

    თიკო ოსმანოვა
    23.02.2018

     მორიგი კრიმინალური შემთხვევა თბილისში - თემქაზე 21 წლის გოგონა მოკლეს. გარდაცვლილ ანა ნაცვლიშვილს ჭრილობები, მათ შორის ყელის არეში, ცივი იარაღით, გამოძიების აზრით, შეყვარებულმა მიაყენა. შს სამინისტრომ საქმე ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულს 7-15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მკველობის მოტივად შურისძიება სახელდება. დანა ნივთმტკიცებად უკვე ამოღებულია.

    ნინო ქეთელაური
    23.02.2018

     "აღმოვჩნდით სიტუაციაში, სადაც მთავრობასა და პრეზიდენტს შორის დუელია გამართული, საზოგადოების ინტერესები და თუნდაც ელიტური კორუფციის საკითხი კი მეორეხარისხოვანი გახდა," - აცხადებს პოლიტოლოგი, მეცნიერ-ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარე იგორ კვესელავა.

    ნინო ქეთელაური
    22.02.2018

     “საქართველოში ელიტარულმა კორუფციამ, სამწუხაროდ, ისევ აიშვა”, - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა “რეზონანსთან” საუბრისას.

    ნათია ლომიძე
    23.02.2018

     საქართველოდან მტკნარი წლის ექსპორტის ზრდა სექტორის შემოსავალს დიდად არ ეტყობა. ქვეყნიდან ოფიციალურად 1 მლნ 75 ათასი ლიტრი მტკნარი წყალი გაიტანეს. სპეციალისტებს ექსპორტის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ, თუმცა ხელისუფლებას წყლის რესურსების სწორად გამოყენებას ურჩევენ.

    თამუნა მუკბანიანი
    23.02.2018

     დაბალალკოჰოლურ ლუდზე გადასახადი რამდენიმე თვის წინ შემცირდა, ხოლო რაც შეეხება მაღალალკოჰოლური შემცველობის სასმელს, ამ სეგმენტში მწარმოებლებს ჯერ კიდევ 3 წლის წინ გაზრდილი ტარიფის პირობებში უწევთ მუშაობა. როგორც კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, ეს მაქსიმალური იყო, რისი მიღებაც სახელმწიფოსაგან შეძლეს. აქციზზე ფასი აღარ დაიწევს, შესაბამისად, ლუდი მომხმარებლისათვის მეტად აღარ გაიაფდება.

    მარი ჩიტაია
    23.02.2018

     ზამთრის ტურიზმზე უამინდობის გავლენა ჯერჯერობით არ იგრძნობა. მიუხედავად იმისა, რომ წელს ნალექი მცირეა და ზამთრის კურორტებისთვის არასასურველი ამინდია, დამსვენებლები ასე თუ ისე მაინც აქტიურობენ. ტურისტულ რეგიონებში განმარტავენ, რომ შარშან მეტი დამსვენებელი ჰყავდათ, თუმცა არც მიმდინარე სეზონით არიან უკმაყოფილო.

    თიკო ოსმანოვა
    23.02.2018

     ქართულ მედიასივრცეში მორიგი ძვრები დაიწყო საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ. ტელეკომპანია "იბერიას" და ტვ პირველს" ფინანსური პრობლემები შეექმნათ, რაშიც ტელეკომპანიის დამფუძნებლები ხელისუფლებას ღიად ადანაშაულებენ, თავად "ოცნება" კი ყველაფერს კატეგორიულად უარყოფს.

    თამუნა მუკბანიანი
    23.02.2018

     24 საათის განმავლობაში თბილისში ერთადერთი ავტობუსი მუშაობს - #37, რომელიც სადგურის მოედნიდან აეროპორტის მიმართულებით მოძრაობს. მთელი ღამის განმავლობაში ავტობუსში არ არის კონტროლიორი. ადამიანები, რომლებიც ამ მარშრუტით მგზავრობენ, ამბობენ, რომ ღამით ავტობუსი უსახლკაროების საცხოვრებლად არის გადაქცეული და რაც დრო გადის, მათი რიცხვიც უფრო და უფრო მატულობს.

    ია აბულაშვილი
    23.02.2018

     თბილისის მშვენება პუშკინის სკვერს, რომელიც ერევნის მოედანს ჩაუყვებოდა, ადრე "ახალი ბაღი" ერქვა. აქვე იყო ამიერკავკასიაში ყველაზე ლამაზი სასტუმრო "კავკაზი", სადაც თბილისში ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრები ჩერდებოდნენ, ფასი დღე-ღამეში 1,5 რუბლი იყო. სასტუმროს პირველ სართულზე მანთაშოვის ბამბის მაღაზია იყო გახსნილი. ზუბალაშვილებსაც გამოუსყიდიათ მიწა ვინმე თურქისტანიშვილისგან და იქვე სასტუმრო "პალასი" აუშენებიათ.

    მოსაზრება
    22.02.2018

    ანზორ საკანდელიძე

    თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე

    ქვეყნის სათავეში მოსული ყველა მთავრობა ცდილობს, კანონგარეშედ გამოცხადებული მცირე მეწარმეების გვერდის ავლით თავად აკონტროლოს მეწარმეობის განვითარებისათვის ყოველწლიურად გამოყოფილი ათეულობით მილიონი დოლარის გრანტები, ტრანშები, დახმარებები და შეღავათიანი კრედიტები კომერციული ბანკების მეშვეობით.


    მარიამ კუპატაძე
    22.02.2018

     ტელეკომპანია "იბერიის" ჟურნალისტები ხელისუფლებას "ომეგა ჯგუფის" წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებების აღკვეთისაკენ მოუწოდებენ.

    გვანცა წულაია
    21.02.2018

     პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპის დედაქალაქებში კრიმინალის კუთხით, ქართველების თემის განსაკუთრებულად გააქტიურების ერთ-ერთ მიზეზად რუსულ პროპაგანდას მიიჩნევს.

    მარიამ კუპატაძე
    20.02.2018

     დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერ მუსტაფა ემრე ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობა გირაოთი შეეცვალა. თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურორის შუამდგომლობა ჩაბუქისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის შესახებ დააკმაყოფილა.

    გვანცა წულაია
    19.02.2018

     მედია ექსპერტმა ნინია კაკაბაძემ "განსხვავებულ აქცენტებში" ტელეკომპანია "პირველი" ირგვლის მიმდინარე მოვლენებზე ისაურმა და განაცხადა, რომ ტელეკომპანიის მფლობელმა ვატო წერეთელმა არასამთავრობო სექტორთან და ექსპერტებთან შეხვედრისას თქვა, რომ განათლების და მეცნიერების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მას დაუკავშირდა და უთხრა, რომ ტელეკომპანიის მომავალთან დაკავშიებით ხელისუფლება მსჯელობდა.

    გვანცა წულაია
    17.02.2018

     "მაუწყებლობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით ერთთვიანი კამათი დასასრულს მიუახლოვდა. მომავალ კვირას პარლამენტი პრეზიდენტის კიდევ ერთი ვეტოს დაძლევას შეეცდება. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის აზრით, სარეკლამო ბაზარზე "პირველი არხის" შემოსვლა არ დააზარალებს სხვა ტელევიზიებს, ამიტომ, მისი პირადი პოზიციაა, რომ ვეტო უნდა დაიძლიოს.

    მარიამ კუპატაძე
    16.02.2018

     საქართველოს მთავრობამ გუშინდელ სხდომაზე დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნას ითვალისწინებს. აღნიშნული სამსახური შეითავსებს როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ფუნქციებს, ასევე გამოიძიებს სამართალდამცველთა მიერ შესაძლო ჩადენილ დანაშაულს.

    მარიამ კუპატაძე
    15.02.2018

     რამდენიმე დღის წინ გლდანის #8 დაწესებულებაში პატიმარი, რომელიც განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით არის დაკავებული, ყელგამოჭრილი იპოვეს.

    გვანცა წულაია
    14.02.2018

     საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში, რესტორან "სულგუნში" სადილობისას დააკავეს და რეადმისიით პოლონეთში დააბრუნეს.

    მარიამ კუპატაძე
    13.02.2018

     თბილისის მერის მოადგილე მაია ბითიძის განცხადებით, ტაქსის მძღოლებს შესაბამისი რეგისტრაციის გასავლელად გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევთ. მისივე თქმით, ტაქსის მძღოლები, რომლებიც რეგისტრაციას არ გაივლიან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ჯარიმას გადაიხდიან.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter