სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მთავარი ამბები
    ეკატერინე ბასილაია
    20.01.2018

     ახალი წლიდან რეგიონების ახლად არჩეულ მუნიციპალიტეტებში ხელფასების ზრდა მასობრივად ყველგან დაიწყეს. მიზეზად დასახელდა ის, რომ პრემია-დანამატი უქმდება (თუმცა მხოლოდ დანამატი გაუქმდა, პრემია კი რჩება, ოღონდ სახელწოდება შეეცვალა და "ჯიდლო" დაერქვა), ამ არგუმენტით კი, რეგიონებში, პრაქტიკულად ყველგან, მერიისა და საკრებულოების მაღალჩინოსნებმა 2018 წლის ბიუჯეტში სახელფასო ფონდები გაზარდეს და ამ ხრიკით დანამატით გამოწვეული "დანაკლისი" ისევ შეივსეს, ზოგიერთ შემთხვევაში გადაჭარბებითაც.

    ნინო ქეთელაური
    20.01.2018

     თავად ვლადიმირ პუტინი არა, მაგრამ შესაძლოა, საქართველოში დიდ და მცირე სუპერმარკეტებში გასაყიდვად შემოვიდეს შოკოლადები მისი გამოსახულებით. როგორც "რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდული კავშირის" თავმჯდომარე ირაკლი ყიფიანი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, შოკოლადების პარტია საქართველოში უახლოეს დღეებში შემოვა და გარდა რეალიზაციისა, მათი გამოყენება საქველმოქმედო მიზნებითაც მოხდება. ამ აქტივობას კი პუტინის წინასაარჩევნო კამპანია მიებმება.

    რეზონანსი
    20.01.2018

    20 იანვარი 2018 წ

    ია აბულაშვილი
    20.01.2018

     საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში ქვეყნის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის დროს მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის პარტნიორულ ურთიერთობაზე და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე. ასევე საუბარი შეეხო უკრაინასა და საქართველოს წინაშე არსებულ საერთო გამოწვევებსა და მასთან გასამკლავებლად კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობას.

    თიკო ოსმანოვა
    20.01.2018

     "ევროპული საქართველო" ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა. ამჯერადაც პარტიამ მედიასაშუალება სიცრუესა და ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. ტელეკომპანიამ ეს ტექნიკური შეცდომით ახსნა და ბოდიში მოიხადა, რის შემდეგაც ანალოგიური ნაბიჯისკენ მოუწოდა თავად პარტიასაც, თუმცა ისინი ბოდიშის მოხდას არ აპირებენ. უფრო მეტიც, უნებლიე ტექნიკური ხარვეზის არ სჯერათ და არხის სიმპათიას სააკაშვილისადმი კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს.

    თიკო ოსმანოვა
    20.01.2018

     2 გარდაცვლილი, 1 დაჭრილი და საქმეში არსებული მხოლოდ 2 დანა - ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე გამოძიება დასრულებულია. ორშაბათს სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა იწყება. მთავარი კითხვები - გაიზრდება თუ არა დამნაშავეთა წრე და იყო თუ არა საქმეში 2-ზე მეტი დანა - პასუხგაუცემელია. ამ კითხვებზე პასუხის გაცემას მხარეები სასამართლო პროცესზე ელოდებიან.

    მარი ჩიტაია
    20.01.2018

     სავალუტო რყევებით კომერციულმა ბანკებმა არნახული მოგება მიიღეს. დანამდვილებით არავინ საუბრობს, რომ ლარის გაუფასურებას ბანკები უწყობდნენ ხელს, მაგრამ ცხადია, რომ ამ ნეგატიური პროცესით ძალიან იხეირეს. სებ-ის მონაცემით, ბანკების მიერ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგებამ 202,954 მილიონი ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 219,332 მილიონი იყო, თუმცა მაშინ სავალუტო ბაზარზე გაცილებით დიდი რყევა შეინიშნებოდა.

    მარი ჩიტაია
    20.01.2018

     ჰიბრიდული მანქანების რაოდენობა დიდი სისწრაფით მატულობს. 2017 წელს განბაჟებული მანქანების სტატისტიკამ აჩვენა, რომ ყოველი მეოთხე ავტომობილი ჰიბრიდია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემით, შარშან 16 615 ჰიბრიდი განაბაჟეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ წელიწადში მანქანების რაოდენობა, საშუალოდ, 70-75 ათასი ერთეულით იმატებს, ე.ი. შარშან შემოყვანილი მანქანებიდან ყოველ მეოთხე ჰიბრიდული ავტომობილია. ტენდენცია თუ შენარჩუნდა, უახლოეს 2-3 წელიწადში ყოველი მეორე მანქანა სწორედ ჰიბრიდი იქნება, რასაც იმპორტიორებიც ვარაუდობენ.

    ნათია ლომიძე
    20.01.2018

     ლარის კურსის მიმართ პროგნოზი არაერთგვაროვანია. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ვალუტა ბოლო დროს სტაბილურობას ინარჩუნებს, მის მიმართ ოპტიმიზმი ნაკლებადაა. სპეციალისტების ნაწილს მიაჩნია, რომ გაცვლითი კურსის გამყარების ტენდენცია შენარჩუნდება, თუმცა ექსპერტების მეორე ნაწილი კვლავ სკეპტიკურდ განწყობილი რჩება.

    გიორგი გაჩეჩილაძე
    20.01.2018

     კინოსურათების გადაღება შრომატევადი პროცესია და ხშირად რამდენიმე თვე გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში მსახიობებს განსაკუთრებული დატვირთვა აქვთ. ისინი მოწყვეტილები არიან ჩვეულებრივ ცხოვრებას და მთელ დროს გადასაღებ მოედანზე ატარებენ.

    ია აბულაშვილი
    20.01.2018

     როგორც ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, აფიშების გაკვრა საქართველოში ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში დაუწყიათ, რაც მიზნად ისახავდა საზოგადოებისთვის შეტყობინებას, თუ სად და როდის გაიმართებოდა თეატრალური წარმოდგენა, რომელსაც მაშინ "სახიობა" უწოდებდნენ. დღევანდელი თეატრალური აფიშის წინამორბედს კი პანკრატი ერქვა. ეს იყო მცირე ზომის ქაღალდი, რომელსაც იმ ადგილას აკრავდნენ, სადაც წარმოდგენა უნდა გამართულიყო, ძირითადად ბაზრის მოედანზე.

    რეზონანსი
    19.01.2018

    19 იანვარი 2018 წ

    ეკატერინე ბასილაია
    20.01.2018

     "მთელ ამ სივრცეში - რუსეთში, ევროპასა და ამერიკაში მყოფ პოლიტიკოსებს, წესით, არ უნდა ჰქონდეთ იმის ინტერესი, რომ სააკაშვილი დაიჭირონ და ვინმეს დაკითხვაზე ჰყავდეს გინდ უკრაინის და გინდ საქართველოს ციხეში. იმიტომ, რომ დაკითხვის დროს რას იტყვის და ვის რა ცოდვაში დასდებს ბრალს, კაცმა არ იცის... მგონია, რომ უფრო ან ჰოლანდიაში გაუშვებენ, ან სადმე სხვაგან, თავისუფალ ცურვაში," - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.

    მოსაზრება
    18.01.2018

    რამაზ გახოკიძე

    ამერიკის ფარმაკოგნოზიის საზოგადოების ნამდვილი წევრი

     სამწუხაროდ, ბოლო დროს სულ უფრო და უფრო მატულობს სიტყვიერი აღვირახსნილობა. უცენზუროდ საუბრობენ ახალგაზრდები და მოზრდილები, ქალები და კაცები. გინება ისმის ტელეეთერებიდანაც. განა ასე უწყინარია ასეთი მავნე ჩვევა? მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ ბილწსიტყვაობა საშიშია ჯანმრთელობისთვის. იგი არა მარტო აქვეითებს ინტელექტს, არამედ ახდენს დანაშაულის პროვოცირებას, სულიერად აღატაკებს ადამიანს, იწვევს ნაადრევ სიბერესა და სიკვდილს.

    ნინო ქეთელაური
    20.01.2018

     ძველით ახალ წელს "სუხიშვილებმა" კონცერტი გამართეს, რომლის კულმინაციაც ილიკო სუხიშვილის მიერ შესრულებული მოდერნიზებული "ცეკვა ქართული" გახდა.

    თიკო ოსმანოვა
    19.01.2018

     ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (ენ-დი-აის) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობამ არ იცის, ვინ არის პარლამენტში მისი მაჟორიტარი დეპუტატი.

    მარიამ აფციაური
    18.01.2018

     15 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ კლუბ "ბასიანის" თანამშრომლებისა და პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. აღნიშნულ ფაქტს საზოგადოების მხრიდან პროტესტი მოჰყვა და ვარაუდობდნენ, რომ დამნაშავეს "პატრონი" ჰყავს.

    თიკო ოსმანოვა
    17.01.2018

     3 ადამიანის, მათ შორის 1 პოლიციელის, დაჭრაში ბრალდებული საქალაქო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. საუბარია 13 იანვარს კლუბ "ბასიანში" მომხდარ ინციდენტზე. 3 ადამიანის დაჭრაში ბრალდებული ბიზნესმენ პაატა ქვლივიძის შვილია.

    თიკო ოსმანოვა
    16.01.2018

     საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის გენერალურ პროკურორ იური ლუცენკოსა და საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძის შეხვედრას ეხმაურება. იგი ფიქრობს, რომ უკრაინა და საქართველო მის წინააღმდეგ გაერთიანდნენ.

    ნინო ქეთელაური
    15.01.2018

     პანკისის მცხოვრებლები თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე წინასწარი შეფასებისგან თავს იკავებენ, თუმცა იმედოვნებენ, რომ ყველაფერი გამჭვირვალე და ობიექტური იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში სიმართლის დადგენას კანონის ფარგლებში ყველანაირად შეეცდებიან.

    გვანცა წულაია
    13.01.2018

     საპატრიარქო ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონის განხილვის შეჩერებას ითხოვს. გუშინ მეცნიერებათა აკადემიაში ამ საკითხზე გამართული შეხვედრისას კიკეთის ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნარკოდანაშაულის ლიბერალიზაციის შესახებ ალბათ ახალი კანონპროექტი უნდა დაიწეროს და სულ სხვა აქცენტები უნდა იყოს დაცული.

    ნინო ქეთელაური
    12.01.2018

     პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმის მიერ სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი სპეციალური დანიშნულების რაზმის იმ წევრის დასჯას ითხოვს, ვინც მის შვილს საძინებელ ოთახში ესროლა; ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმ წარმომადგენლებისა, რომლებმაც სპეცოპერაცია დაგეგმეს.

    თიკო ოსმანოვა
    11.01.2018

     პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი გუშინ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას დღეს დაკრძალავენ. გარდაცვლილის დედა ვარაუდობს, რომ მისი შვილი საავადმყოფოში აპარატიდან გამორთეს. მედიკო მარგოშვილი არ გამორიცხავს, რომ სიმართლის დასადგენად სტრასბურგის სასამართლოსაც მიმართოს.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter