რეზონანსი
02.12.2025

2026 წელს მასწავლებლების ხელფასის ზრდა გათვალისწინებული არ არის, – ამის შესახებ გიორგი კაკაურიძე აცხადებს.

როგორც კაკაურიძემ BMG-ს განუცხადა, გასულ წელს მოხდა მასწავლებლების ხელფასის იმგვარი ზრდა, რომელიც სამი წლის პროგნოზით იყო გათვალისწინებული და დაახლოებით, 30-35%-იანი ზრდა შეადგინა.

„მოგეხსენებათ გასულ წელს მოხდა მასწავლებლების ხელფასის მნიშვნელოვანი ზრდა ერთბაშად. დაახლოებით, სამი წლის ზრდის პროგნოზი რაც იყო, ის ერთიანად მოხდა, ანუ, დაახლოებით, 30-35%-იანი ზრდა მოხდა მასწავლებლის ხელფასის, შესაბამისად, წელს აღარ არის მასწავლებლების ხელფასების ზრდა გათვალისწინებული, თუმცა საათობრივი გადანაწილებით შეიძლება, ნაწილს მათგანს გაეზარდოს. ზრდა წელს გვაქვს ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალში, პარლამენტში განხილვის დროს იყოს ეს მოთხოვნა და 20%-იანი ზრდა გვაქვს ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ანაზღაურების ნაწილში. ვგულისხმობ მანდატურებს, ექთნებს, დამლაგებლებს – ვინც ტექნიკური პერსონალია სკოლაში, გარდა მასწავლებლებისა“- განაცხადა კაკაურიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×