რეზონანსი
04.08.2025

კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მზად არის, შეხვდეს უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკის მას შემდეგ, რაც შეხვედრა ექსპერტების დონეზე მომზადდება.

„და მინდა შეგახსენოთ, რომ თავად პრეზიდენტი არ გამორიცხავს ასეთი შეხვედრის ჩატარებას მას შემდეგ, რაც ექსპერტთა დონეზე შესრულდება აუცილებელი სამუშაო“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.

პარასკევს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინა მზად არის რუსეთთან ლიდერების დონეზე შეხვედრისთვის ნებისმიერ დროს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×