თამთა ჩაჩანიძე 21.01.2026

დონალდ ტრამპის "მშვიდობის საბჭოს" შემადგენლობა ცნობილია, მიწვეულია მსოფლიოს 50-ზე მეტი ლიდერი, თუმცა, არ არის საქართველო. როგორც სხვადასხვა წყაროებიდან ირკვევა, ევროკავშირის ქვეყნების ძირითადი ნაწილი მოწვევაზე უარს ამბობს. მათი შეფასებით, აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივა გაერო-ს როლს, როგორც კონფლიქტების მოგვარების გლობალურ ფორუმს ეჭვქვეშ აყენებს.
მარიამ ვეკუა 21.01.2026

ოპოზიციურ ფლანგზე გაერთიანების იდეა კვლავ განხილვის საგანია, თუმცა თავად ოპოზიციის შიგნით სკეპტიციზმი არ იკლებს- ნაწილი ერთიანობის აუცილებლობაზე საუბრობს, ნაწილი კი ასეთ ფორმატს პოლიტიკურად არაეფექტურად მიიჩნევს. ოპონენტები კი უკვე აანონსებენ, რომ მორიგი გაერთიანების მცდელობა, ისევ ფიასკოთი დასრულდება.
თამარ ვეფხვაძე 21.01.2026

ყინული დაიძრა - პრემიერის ინიციატივით შექმნილი საკოორდინაციო საბჭო ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა. საზოგადოება სულმოუთქმელად ელის შედეგს, რადგან პრობლემა, რაზეც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საუბრობს, ანუ პროდუქტების მაღალი ფასი, მოსახლეობის აბსულუტურ უმრავლესობას აწუხებს. უკვე გაირკვა და ზუსტად ვიცით, რომ სურსათის გარდა, საბჭო მედიკამენტებისა და საწვავის ფასის შემცირებაზეც იმუშავებს. ახლა საინტერესოა, რა ვადაში დაასრულებს საბჭო მუშაობას და როდის გაიაფდება პროდუქტები. ცოტა არი იყოს უცნაურია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მაღალი ფასი მხოლოდ მომხმარებლების კი არა, მარკეტების მფლობელებისღვისაც პრობლემაც ყოფილა და საკითხის მოსაგვარებლად ისინი მზად არიან.
ნატალია ჯვარიძე 21.01.2026

ევროკავშირი მეტი დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაჯვარედინზე დგას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, „სულ უფრო მეტად უკანონობით მოცულ მსოფლიოში ევროპას საკუთარი ძალაუფლების ბერკეტები სჭირდება".
ნატალია ჯვარიძე 20.01.2026 
ამ კვირაში კიდევ ერთი ოპოზიციონერი ლიდერი დაუბრუნდება აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას. „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე, 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ, საპატიმროს 23 იანვარს დატოვებს. როგორ იმოქმედებს ვაშაძის გარეთ ყოფნა ოპოზიციის შიგნით მიმდინარე პროცესებზე და როგორ აისახება ეს ახალი ოპოზიციური ერთობის შექმნის პროცესზე?
ნატალია ჯვარიძე 20.01.2026 
ბოლო დღეებში იქმნებოდა მოლოდინი, რომ ნათლისღების დღესასწაულზე, 19 იანვარს, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აქციების დროს დაკავებულ აქტივისტებს შეიწყალებდა. საბოლოოდ აქტივისტების შეწყალება არ მოხდა, რასაც „ოცნება" იმით ხსნის, რომ დაკავებულებმა „არ მოინანიეს" ჩადენილი დანაშაული. რატომ შეიქმნა ეს მოლოდინი და როგორ წავიდოდა პროცესები, თუ შეწყალება მოხდებოდა?
ნატალია ჯვარიძე 20.01.2026 
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ღაზის მშვიდობის საბჭოს" ქმნის, რომლის მიზანიც იქნება ღაზის სექტორის აღდგენის კოორდინაცია და იქ არსებული სიტუაციის მონიტორინგი. საბჭოში გაწევრიანებაზე მოსაწვევები, არაოფიციალური ინფორმაციით, 60-ზე მეტი სახელმწიფოს მეთაურს გაეგზავნა, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია მიიღო თუ არა მსგავსი მოწვევა საქართველომ.
მარიამ ვეკუა 19.01.2026 
ოპოზიციის გაერთიანების ინიციატივას, რომელსაც „კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აყენებს, მმართველ გუნდში სკეპტიკურად აფასებენ. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ერთიანობის იდეას თავად ოპოზიციონერებიც არ ენდობიან, მაშინ როცა ოპოზიციაში საუბრობენ ერთიანი პლატფორმის შექმნაზე და თანამშრომლობის ახალ ფორმატზე.
ნატალია ჯვარიძე 19.01.2026 
მოვითხოვოთ, რომ შერიგებისკენ წავიდეთ და თუ ვინმე არ წავა, ყველა ვნახავთ, ვის უნდა და ვის არა მშვიდობა, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. მისი თქმით, მთავრობამ და ეკლესიამ საზოგადოება უნდა შეარიგოს.
მარიამ ვეკუა 18.01.2026 
რამდენიმე კვირაა რუსეთის მოქალაქეების გარკვეულ კატეგორიას ქართველი მესაზღვრეები საქართველოში არ უშვებენ. ამის შესახებ რუსული მედია ღიად წერს და ვარაუდობს, რომ ეს, სხვა გარემოებებთან ერთად, შესაძლოა, ბოლო დროს „დამთბარი" საქართველო-რუსეთის ურთიერთობების მკვეთრად გაუარესების საფუძველი გახდეს.
ნატალია ჯვარიძე 18.01.2026 
"გირჩი - მეტი თავისუფების" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ახალი ოპოზიციური ერთობის შექმნას ცდილობს, სადაც ძირითადად ენმ და მისგან გამოყოფილი პოლიტიკური ჯგუფები შევლენ. ერთობაში არ განიხილება პარტია „გახარია საქართველოსთის". ჯერჯერობით საუბარია პარტიების მიერ „თანხმობის დოკუმენტის" მიღებაზე და არა გაერთიანებაზე. რამდენად რეალურია ასეთი ერთობა იმ ფონზე, როცა მისი პოტენციური წევრი პარტიებიდან ზოგიერთს ერთმანეთთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს და შექმნის შემთხვევაში რა პერსპექტივა ექნება მას?
ქეთო გოგოხია 21.01.2026 
ელექტროენერგიის მოხმარება გაცილებით დაბალი ტემპით მატულობს, ვიდრე ეკონონომიკის ზრდის მაჩვენებელი. ამის მიზეზად სექტორში წარმოების ნაკლებობას მიიჩნევენ. არ არის გამორიცხული, რა ზრდაც რეალურად ფიქსირდება (3%), მაინინგის პროცესს უკავშირდებოდეს, ვინაიდან ადგილობრივი წარმოების ყველა ძირითად დარგში სერიოზული გამოწვევაა. თუმცა, რა მდგომარეობაც ამჟამად ქვეყანაში მოხმარების კუთხით არსებობს, პრაქტიკულად ყველა პირობას ქმნის, რომ საქართველო თვითკმარი ქვეყანა გახდეს, მთავარია, ჰესების მშენებლობა დაჩქარდეს, რისი პოტენციალიც დიდია.
თამარ ვეფხვაძე 20.01.2026 
აშენდება თუ არა ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტი? ეს კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოს აეროპორტების ასოციაციასა და ფრანგულ "გრუპ ეიდიპის" წევრ „ტავ ჯორჯიას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება 2031 წლამდე გახანგრძლივდა. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სწორედ ეს ახალი, 150-მილიონიანი ინვესტიცია აყენებს ეჭვქვეშ ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას. სპეციალისტთა მეორე ნაწილი კი თვლის, რომ ვაზიანის აეროპორტი საერთოდ არ აშენდება.
ირმა ჩიტაია 20.01.2026 
წელს პურის გაძვირების ალბათობა თითქმის არ არსებობს. ბოლოს ფასმა კორექტირება შარშან შემოდგომაზე განიცადა. გლობალური მოცემულობა და შიდა ბაზარზე არსებული ვითარება, ქმნის შესაძლებლობას, რომ პროდუქტის ფასი შენარჩუნდეს. სექტორში გაძვირების წინაპირობას ვერ ხედავენ და ადასტურებენ, რომ საკითხი დღის წესრიგში არ დადგება, თუკი რაიმე ფორსმაჟორული სიტუაცია არ შეიქმნება, თუნდაც ნედლეულის იმპორტთან დაკავშირებით.
ქეთო გოგოხია 19.01.2026 
ქართულ თხილს მსოფლიო ბაზარზე პოზიციების გასაძლიერებლად მორიგი შესაძლებლობა ეძლევა. საქმე ისაა, რომ მეზობელ თურქეთში, რომელიც თხილის უდიდესი მწარმოებელია, ვითარება ძალიან გაუარესდა. ქვეყანაში ფაროსანა ძალიან გაძლიერდა, რაც ფერმერებისთვის დიდ პრობლემად იქცა. პრაქტიკულად თურქეთში ისეთივე მდგომარეობა, როგორიც ჩვენთან 6 წლის წინ იყო. შარშან მეზობელ ქვეყანაში მოსავლიანობაზე მკვეთრად უარყოფითი გავლენა მოახდინა უამინდობამ, ხშირი ყინვების გამო მოსავალი მკვეთრად შემცირდა, რის გამოც ქართული პროდუქტის რეალიზაცია და ფასი გაიზარდა. წელს კი საქმეში ფაროსანა ჩაერთო და ვითარება თურქეთში ვერ გაუმჯობესდება.
ქეთო გოგოხია 19.01.2026 
ირანსა და ვენესუელაში შექმნილი ვითარების მიუხედავად, მსოფლიო სანავთობო ბაზრები სტაბილურობას ინარჩუნებენ. ამას ხელს უწყობს ის გარემოებაც, რომ სანქციების გამო, ირანული ნავთობი ისედაც შეზღუდულია და მსოფლიო სანავთობო ბაზარს არ მიეწოდება იმ მოცულობით, როგორც ადრე მარაგდებოდა. შესაბამისად, გაძვირების ტენდენცია არ იკვეთება.
მარიამ ვეკუა 16.01.2026 
ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეში გამოძიება ახალ ფაზაში გადავიდა - დაკავებული ოთხი არასრულწლოვანიდან ორს ბრალდება დაუმძიმდა. დაღუპულის დედამ კი 17 იანვარს დაანონსებული აქცია დროებით გადადო. ამბობს, რომ ბრძოლის სტრატეგიას მას შემდეგ განსაზღვრავს, რაც საქმის მასალებს დეტალურად გაეცნობა.
ნატალია ჯვარიძე 21.01.2026 
ახლა მთავარი საკითხი გრენლანდია კი არა, უკრაინაა, მათ ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ ახლა, ხვალ და ზეგ - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელზე საუბრისას განაცხადა.
მარიამ ვეკუა 21.01.2026 
დონალდ ტრამპის მორიგი მუქარის ფონზე, ირანი შეერთებულ შტატებს ღიად აფრთხილებს - საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ თეირანი შესაძლო თავდასხმას „ყველაფრით" უპასუხებს, მაშინ როცა რეგიონში აშშ-ის ავიამზიდის გადაადგილება სამხედრო ესკალაციის რისკებს კიდევ უფრო ზრდის. |
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|